სხვა რუსმა გოგონებმა მოიგონეს "სერფინგი ქუსლებზე" 2013, 2 ივლისი, 15:16 საიტი "mytime.net.ua" მომხმარებელს სთავაზობს რუსულ ტელეარხ "1tv"-ზე გასულ სიუჟეტს: "უცნაური სანახაობის მომსწრენი გახდნენ დამსვენებლები კუნძულ ბალიზე – რუს გოგონებს მობეზრდათ სერფინგის დაფაზე ჩვეულებრივი დგომა და გამოიგონეს სპორტის ახალი სახეობა - "სერფინგი ქუსლებზე". ცხადია, რაც უფრო მაღალია ქუსლები, მით უფრო ძნელია დაფაზე დგომა, გოგონებმა ამასთან დაკავშირებითაც სტანდარტი შექმნეს – ქუსლი მინიმუმ 9 სანტიმეტრი უნდა იყოს. დაკარგვის თავიდან ასაცილებლად დამსვენებლებმა მაღალქუსლიანი ზონარით დაიმაგრეს. სერფინგის მოყვარულები დაობენ – კიდევ რით გააკვირვებენ მათ რუსი ლამაზმანები. 30 2-ს მოსწონს
|