არქიტექტურა ციხესიმაგრე ზღაპარი - ნოიშვანშტაინი 2013, 1 ივლისი, 18:43
ციხესიმაგრე ქალაქ ფიუსენიდან და ციხესიმაგრე ჰოენშვანგაუდან ფეხით რამოდენიმე წუთის სავალზეა განლაგებული. სწორედ აქ გაატარა თავისი სიყვაწვილე მეფე ლუდვიგ II-მ. ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრე გერმანიის ყველაზე ფოტოგრაფირებადი ობიექტია, ყოველდღიურად მას 6000 ტურისტი სტუმრობს. "ახალი გედების ქვა" – სწორედ ასე ითარგმნება სახელწოდება ნოიშვანშტაინი. ამ ციხესიმაგრის მთელს არქიტექტურაში გედების მოტივი გამოსჭვივის. სწორედ გედი იყო შვანგაუს გრაფების ჰერალდიკური სიმბოლო, ამ უძველესი გვარის წარმომადგენელი იყო მეფე ლუდვიგ II-ის მამა მაქსიმილიან II ბავარიელი. ლუდვიგ II რიჩარდ ვაგნერის უდიდესი თაყვანისმცემელი იყო. მეფედ კურთხევის შემდეგ ლუდვიგმა შეძლო ხორცი შეესხა თავისი ძველი ფანტაზიისთვის და ულამაზესი გედების ციხესიმაგრე აეგო. ციხესიმაგრის მშენებლობა 1886 წელს ლუდვიგ II-ის ტახტიდან გადაყენების შემდეგ შეჩერდა. ბავარიული კანოპნებით შესაძლებელი იყო მეფის გადაყენება თუ ის სახელმწიფოს მართვაში უუნარო გამოდგებოდა. ლუდვიგ II კი თავისი გამოხტომებით გიჟის წოდება დაიმსახურა. ციხესიმაგრის მშენებლობა 17 წელი გრძელდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ მაინც არ დასრულდა. მისი მთავარ მშვენება გოთურ სტილში ნაშენები ულამაზესი ტაძარი უნდა გამხდარიყო, თუმცა ეს გეგმა ნახაზებზე დარჩა. 247 5-ს მოსწონს
|