x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508666
მოგძებნი
გხედავ და სიცხიან ლექსებად

სულში რითმებივით ხმიანობ,

მზერას გავურბივარ სუსხიანს,

ფიქრში კი ჯიუტად მზიანობ.



გაქცევას ვცდილობ და ვჩერდები...

სიზმრიდან მახსოვხარ მცინარე,

ვიცი, რომ დახრჩობას მიქადის

და მაინც რად მიყვარს მდინარე?!.


მწვერვალზე ამსვლელი როდი ვარ,

მიწაც რომ არ მხიბლავს სავალი?

ვერ გავხდი მშვიდი და მორჩილი,

არ მქვია ყველა და მრავალი.


შენამდე რა ძნელი გზებია,

ვერ ვნახე გზაწვრილი ბილიკი...

ჩემი ოცნებები?..ფრთებია...

იქნება გიპოვო, ვინ იცის...


დავტოვებ სახლსა და ნათესავს,

ზურგს ვაქცევ ჯიუტად სამყაროს...

წლების სიშორეში გიპოვი, image

რომ შენთან ვერავინ გამყაროს.

შორენა-ალაზნისპირელი





2
23
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:შორენა-ალაზნისპირელი
შორენა-ალაზნისპირელი
23
  
2014, 8 აპრილი, 18:12
თქვენი ლექსები საიამოვნოთ იკითება,გისურვებ წარმატებას.
2013, 1 ივლისი, 21:44
მწვერვალზე ამსვლელი როდი ვარ,
მიწაც რომ არ მხიბლავს სავალი?
ვერ გავხდი მშვიდი და მორჩილი,
არ მქვია ყველა და მრავალი+5
0 1 2