არ არსებობს არცერთი სიტუაცია, რომელშიც იგი ვერ შეძლებდა დახმარებას, სასწაულის მოხდენას. დედამიწაზე ცხოვრებისას იესო ახდენდა სასწაულებს, კურნავდა ავადმყოფებსა და ეშმაკეულებს. მან დააპურა ხუთი ათას კაცზე მეტი რამოდენიმე თევზითა და პურით; იგი იღებდა ზეციური მარაგიდან და ურიგებდა კურთხევას ხალხს, აჩვენებდა რა ამით, თუ როგორი მადლიანი და სიყვარულით სავსეა ჩვენი ზეციერი მამა. ასეთია ის დღესაც! ხოლო ჩემი ღმერთი აღავსებს თქვენს ყოველ საჭიროებას თავისი სიუხვისამებრ, დიდებით ქრისტე იესოში. (ფილ.4;19).
იესო არ შეცვლილა, ცოცხალია და სურს, რომ ის დაინახო ცოცხალ, რეალურ მხსნელად, რომელსაც შეუძლია აღგადგინოს და გაკურთხოს, დაგეხმაროს ნებისმიერ სიტუაციაში და გაჩუქოს ახალი სიცოცხლე. იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა. (ებრ.13:8).
მას უყვარხარ და შეუძლია გააკეთოს შენთვის ის, რისი გაკეთებაც სხვას არავის შეუძლია. დედამიწის ზურგზე მილიონობით ადამიანსმა შეიგნო ეს და ღმერთის სურვილია, რომ შენც მიიღო სასიხარულო ამბავი. ნება მიეცი ღმერთს, რომ გაკურთხოს! შეიტყობ, რომ ღმერთს უყვარხარ და აქვს გეგმა შენი ცხოვრებისათვის, თუკი მიიღებ იესო ქრისტეს უფლად ამ ლოცვის მეშვეობით:
იესო, მწამს, რომ შენ მოკვდი ჩემი ცოდვებისა და შეცდომებისათვის და მკვდრეთით აღდექი, რათა მიმეღო პატიება და საუკუნო სიცოცხლე. იესო გთხოვ, შემოხვიდე ჩემს ცხოვრებაში, მე გაღიარებ ჩემს უფლად და მხსნელად. მადლობელი ვარ, რომ მპატიებ ყველა ჩემს ცოდვას, რომ მიმიღე და მომეცი უფლება, შენდამი რწმენით ვიწოდებოდე ღმერთის შვილად. მადლობელი ვარ, რომ ღმერთის სიტყვის ყველა აღთქმა რეალურად ჩემი კუთვნილება გახდა. დაე, იყოს ასე, იესო ქრისტეს სახელით, ამინ!
იმიტომ, რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები. ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად. რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება. (რომ.10:9, 10, 13). აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან. (გამოცხ.3:20).
მაშ ასე, შენი ცხოვრება იესო ქრისტეს გადაეცი. ახლა შენთვის აუცილებელია მოძებნო სხვა მორწმუნეები, რომლებიც უეჭველად იქნებიან შენს ქალაქში ან რაიონში, რათა მიიღო დახმარება ღმერთის სიტყვის, ბიბლიის შესწავლაში და წვლილი შეიტანო ღმერთის სამკალში მიმდინარე შრომაში. კეთილი იყოს შენი მობრძანება ღმერთის ოჯახში!