რელიგია ალბერტ აინშტაინის ხელმოწერილი ბიბლია აუქციონზე 68.500$-ად გაიყიდა 2013, 28 ივნისი, 23:15 ალბერტ აინშტაინის მიერ ხელმოწერილი ბიბლია ნიუ იორკის აუქციონზე 68, 500 $-ად გაიყიდა.ბიბლია Bonhams-ის აუქციონზე გასაყიდ წიგნებსა და მანუსკრიპტებს შორის იყო წარმოდგენილი. 1932 წელს, გერმანელმა ფიზიკოსმა და მისმა მეუღლემ ბიბლიის ეს ეგზემპლარი, ამერიკელ მეგობარ ჰარიეტ ჰამილტონს აჩუქეს. აუციონის სახლის განცხადებით ბიბლიას მეცნიერის მიერ გერმანულ ენაზე მინაწერი შემდეგი ტექსტი გააჩნია " ის სიბრძნისა და ნუგეშის დიდი წყაროა და საჭიროა მისი კითხვა გამუდმებით". ბიბლიის საბოლო ფასმა მოლოდინს გადააჭარბა, საშუალოდ აუქციონის მესვეურები 1 500 $ -იდან 2 500 $ -მდე ანგარიშობდნენ.ბიბლიის საბოლო საფასურში აუქციონის სახლის საკომისიოც შედის. აუქციონის მესვეურების მიერ ბიბლიის მფლობელის სახელი არ იქნა გაცხადებული. შეგახსენებთ, რომ ცნობლი გერმანელი მეცნიერი ალბერტ აინშტრაინი ფარდობითობის თეორიის ავტორია, რომლისთვისაც მას ნობელის პრემია გადაეცა. ის 1955 წელს გარდაიცვალა. 39 3-ს მოსწონს
|