სხვა 5 წიგნი,რომელიც მოგზაურობისას უნდა წაიკითხოთ 2013, 28 ივნისი, 21:31 როდესაც თქვენ გიჩნდებათ სურვილი იმოგზაუროთ მსოფლიოს ულამაზეს ქალაქებში, იქ გადააგილება გიწევთ სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებით, რომლის დროსაც დიდხანს გიწევთ საცობის გამო გზატკეცილებზე დარჩენა და ავტომობილების კოლონიის ხილვა ან “იძულებით'' რადიოს მოსმენა, რაც მოსაბეზრებელია...ამისთვის ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი გვირჩევს, რომ ასეთი მოსაბეზრებელი სიტუაციიდან ვიპოვოთ გამოსავალი და წავიკითხოთ “ხუთი საუკეთესო წიგნი'', რომელიც დაგვეხმარება “შეუმჩნევლად'' გავიაროთ გრძელი და რთული გზა სასტუმრომდე.... მაშ ასე: 1)“The Art of Happiness'' ავტორები: Dalai Lama andHoward C. Cutler ყველა დროის საუკეთესო წიგნი, რომლის ავტორები არიან დალაი ლამა და ამერიკელი ფსიქიატრი კუტლერი, რომელშიც ასახულია რელიგიის, მეცნიერებისა და კულტურის ფილოსოფია . 2)“Memoirs of a Geisha'' ავტორი: Arthur Golden“ოქროს დეტალი'', რომელიც დევს ამ წიგნში არის ცნობილი იაპონელი ახალგაზრდა გოგონას ცხოვრების შესახებ, რომელიც ადრეული ასკიდან “გეიშა'' გახდა.ისტორია ვითარდება მეორე მსოფლიო ომის დროს. 3) “Percy Jackson and the Olympians'' ავტორი: RickRiordan. წიგნი, რომელიც გამოდის სერიებით და განკუთვნილია ბავშვებისთვის, მიუხედავად ამისა, მისი წაკითხვით უფროსი თაობა არ გახდება გულგრილი. 4) “Harry Potter'' ავტორი: J. K. Rowling სათავგადასავლო ჟანრის წიგნი, რომელიც მოგვითხრობს მთავარი გმირის ჰარი პოტერის თავგადასავლის შესახებ.ზოგადად, მკითხველისთვის ცნობილია 7 წიგნი. 5)“The Fountainhead'' ავტორი: Ayn Rand “The Fountainhead'', რომელიც მოგვითხრობს ვინმე არქიტექტორ ჰოვარდ როაკზე, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ინდივიდუალიზმი თავის პროფესიაში.სიუჟეტი დრამაა, რომელიც ამავდროულად ფილოსოფიურიცაა. 151 10-ს მოსწონს
|