საღამოს პოზიტიური განწყობა- Lady.ge გირჩევთ ფილმებს რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!
რა ფილმს ვუყუროთ?
ალბათ ძალიან ბევრ ჩვენგანს მოხვედრია თავლში ფეისბუქზე
გავრცელებული საღამოს სტატუსი „რა ფილმს ვუყურო, მირჩიეთ“, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე,
ამიერიდან ჩვენი საიტის მეშვეობით, რეკომენდაცია გავუწიო სხვადასხვა ჟანრის ძალიან
საინტერესო ფილმებს, რომელთა შინაარსიც, პირადად
მაქვს „დატესტილი“ და ვეცდები აგიხსნათ, თუ რატომ ღირს ამა თუ იმ ფილმის ყურება.
დღევანდელი საღამოს პოზიტიური განწყობისთვის, ორ ძალიან
სახალისო, რომანტიული და ლამაზი ფილმი შევარჩიე. პირველის სახელწოდებაა „A Little Bit of Heaven“-რაც
ინგლისურიდან თარგმანში „სამოთხისს პატარა ნაგლეჯს“ ნიშნავს, ქართველებმა კი რატომღაც
უცნაურად თარგმნეს და მას „მთავარია არ გეშინოდეს“ უწოდეს. პრინციპში სახელწოდებას
არც აქვს მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა, რადგან თავად ფილმის შინაარსია აქ მთავარი.
ეს არის ისტორია წარმატებული მარკეტინგის მენეჯერის შესახებ, რომელიც ახალგაზრდაა,
მომხიბვლელი და მიზანმიმართულად მიიწევს წინ კარიერულ კიბეზე, ისე რომ აზრადაც არ მოსდის
ფიქრი იმაზე თუ რა მოულოდნელ სიურპრიზს უმზადებს მას ბედისწერა. მთავარ როლს ულამაზესი
ქეით ჰადსონი ანსახიერებს, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ფილმის გადაღებისას, ქეითს სულ ახალი
გაჩენილი ჰყავდა მეორე შვილი ბინგჰემი, თუმცა მიუხედავად პოსტ-სამშობიარო პერიოდისა,
მაინც შესანიშნავად გამოიყურება. მისი გმირი, გასაოცარი ოპტიმიზმით და იუმორით ხვდება
ცხოვრებაში მოულოდნელად თავსდატეხილ საზარელ ამბავს და როცა ამ ფილმს უყურებთ, თქვენც
გიჩნდებათ შეგრძნება, რომ უბრალოდ სირცხვილია წვრილმანებზე დარდი და წუწუნი, მაშინ
როცა რეალურად ასეთი რამეები ხდება და არსებობენ ადამიანები ვინც ასე ყოჩაღად ახერხებს
ერთი შეხედვით, გამოუვალ სიტუაციაშიც კი იპოვნოს პოზიტივის მარცვალი.