x
image
maia
გასული კვირის საუკეთესო ვარსკვლავური ფეხსაცმელი
მაღალი ქუსლები რომ საუკეთესოდ უსვამს ხაზს ქალბატონების

დახვეწილ ფეხებს, ძალიან კარგად იციან ცნობილმა ვარსკვლავებმა. ამიტომ მათი გარდერობი სავსეა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების მრავალფეროვანი ვარიანტებით.

მიმდინარე წვეულებებით დატვირთულ კვირაში ცნობილ ქალბატონებს მეტი შესაძლებლობა მიეცათ წარმოეჩინათ თავიანთი ახალი ფეხსაცმელი და მოხდენილი ფეხები.

ჰოლივუდის დიდების ხეივანში ჯენიფერ ლოპესი თავისი ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაზე დიორის კაბას და Brian-Atwood-ის ფეხსაცმელებში გამოწყობილი გამოცხადდა.


image

image


კამერონ დიასი Sergio-Rossi-ს ერთი შეხედვით სადა ფეხსაცმელში მეტად ეფექტურად გამოიყურებოდა.

image

image


ნაომი კემპბელი შავი ფერის კაბაში და Azzedine-Alaia-იას დახურულ ფეხსაცმელებში იწონებდა თავს და ამართლებდა მეტსახელს "შავი პანტერა".

image

image


კეიტ მოსი კლასიკურ შავი ფერის Christian-Louboutin-ში იყო გამოწყობილი, ხოლო კამილა ბელმა ხალისიანი, ღია ფერის მოდელი აირჩია.

image

image

Christian-Louboutin


image

image

Christian-Louboutin


ვარსკვლავმა ქალბატონებმა როგორც ჩანს უკვე ამოწურეს საზაფხულო კოლექციები და ცნობილი დიზაინერების საშემოდგომო მოდელებსაც ირგებენ. მაგ. ტეილორ სვიფტი, რიტა ორა და ჯენიფერ ლოპესი ...Fall 2013 -ის ფეხსაცმელებში უკვე გამოეწყვნენ.


ნიუ-იორკში გართულ AmfAR Inspiration Gala-ს ცერემონიისთვის ჯენიფერმა Jimmy-Choo-ს მაქმანებიანი, ღია-ცხვირიანი ფეხსაცმელი აირჩია.

image

image



რიანა კი Manolo Blahnik-ის პრიალა "შპილკებით" და Sophia Webster-ის ორიგინალური დიზაინის სანდლებით იპყრობდა გარშემომყოფების ყურადღებას.

image

image

Manolo-Blahnik


image

image

Sophia-Webster


სანდრა ბალოკი ცდილობს მოდას არ ჩამორჩეს და მან Tabitha-Simmons-ის დაჭრილ თასმებიანი ფეხსაცმელი შეუხამა ტყავის ქვედაბოლოს.

image

image


რიტა ორამ და დიანა კრუგერმა ერთი სტილის, თუმცა სხვადასხვა დიზაინერის სანდლები შეარჩიეს.

image

დიანა კრუგერი

image

Jason Wu


image

რიტა ორა

image

Michael-Kors-Fall-2013

2
592
6-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
592
  
2013, 8 ივლისი, 23:49
ნაომი ყველაზე მაგარია
2013, 6 ივლისი, 19:59
მაგრები არიან
0 1 2