x
image
ტორნადო07
ყველაზე ლამაზი ბანკნოტები
imageქაღალდის ფულადი ნიშნების კოლექციონერთა საერთაშორისო ასოციაცია ყოველწლიურად ასახელებს "წლის ბანკნოტას", ანუ ირჩევს ყველაზე ლამაზ ფულად ნიშანს, რომელიც გასულ წელს ჩაეშვა მიმოქცევაში. უკვე არჩეულია 2012 წლის ყველაზე ლამაზი ბანკნოტა, თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით. ეხლა კი გავეცნოთ წინა წლების გამარჯვებულებს.


2004 წელი


20 კანადური დოლარი.მასზე გამოსახულია დედოფალი ელისაბედ მეორე, რომელიც ჩაფიქრებული სადღაც შორს იყურება. image


უკანა მხარეს გამოსახულია კკულპტურა, რომელიც განასახიერებს ხანდას ხალხის ინდიელებს.image



2005 წელი


ფარერის კუნძულების 1000 კრონა. ჩრდილო ატლანტიკის ამ პატარა კუნძულებზე ფული ისეთივე ლამაზია, როგორც ბუნება. ამ ბანკნოტამ გაიმარჯვა ზღვის მექვიშიას საოცრად რეალური გამოსახულების და...image


კუნძულ სანდოის იმპრესიონისტური გამოსახულების წყალობით. ფარერის კრონა გამორჩეულია იმითაც, რომ მათზე გამოსახულია აკვარელით შესრულებული ნახატები.image


2006 წელი


კომორის კუნძულების 1000 ფრანკი. ბანკნოტაზე გამოსახულია ლატიმერია – უძველესი თევზი, რომელიც გადაშენებულად ითვლებოდა, სანამ 1938 წელს არ იქნა აღმოჩენილი კომორის კუნძულების სიახლოვეს.image


უკანა მხარეს კომორის მცხოვრები კანოეში. წინა მხარეს წარწერა ფრანგულია, უკანა მხარეს კი არაბული. image


2007 წელი


შოტლანდიის 50 ფუნტი. წინა მხარეს სერ ვალტერ სკოტის პორტრეტიimage


უკანა მხარეს კი ფოლკერკის ბორბალი, მსოფლიოში პირველი მბრუნავი გემების ამწე, რომელიც აერთებს ფორტ-კლაიდის და იუნიონის არხებს.image


2008 წელი


სამოას ბანკნოტა 20 ტალა. ჟიური დაატყვევა ფერების საოცარმა შეხამებამ.image


უკანა მხარეს გამოსახულია სამოას ნაციონალური ფრინველი კბილნისკარტა მტრედი.image


2009 წელი


ბერმუდის კუნძულების 2 დოლარი. წინა მხარეს გამოსახულია ფრინველი ლუჯკისერა და თითქმის შეუმჩნეველი ელისაბედ მეორის პროფილი.

image


უკანა მხარეს ნეპტუნის ქანდაკება და სამეფო საზღვაო გემთმშენებლის სამრეკლო.

image


2010 წელი


50 000 უგანდური შილინგი. წინ მიმავალი ოჯახის ქანდაკება.image


უკანა მხარეს გამოსახულია გორილა.image


2011 წელი


10 000 ტენგე, ყაზახეთი. ბანკნოტა გამოუშვეს ყაზახეთის დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღსანიშნავად 2011 წლის 4 ივლისს. წინა მხარეს გამოსახულია მონუმენტი "კაზაკ ელი" და მფრინავი მტრედები.

image


უკანა მხარეს პრეზიდენტის სასახლე და ყაზახეთის რუკის კონტური.image


2012 წელი


წინა წლის გამარჯვებულის ყაზახეთია. 5000 ტენგეს წინა მხარეს გამოსახულია მონუმენტი "კაზაკ ელი" და მფრინავი მტრედები.image


უკანა მხარეს ყაზახეთის რუკის კონტური, დამოუკიდებლობის მონუმენტის მწვერვალი და ალმა-ატაში მდებარე სასტუმრო "ყაზახეთის" შენობა ზაილიის ალატაუს მთების ფონზე.image




6
98
11-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
98
  
2013, 6 ივლისი, 15:33
ძალიან მომეწონა:) საინტერესოა:)
2013, 28 ივნისი, 10:51
ძალიან საინტერესო სტატიაა. ბერმუდის 2 დოლარიანი განსაკუთრებით მომეწონა:)
2013, 28 ივნისი, 10:36
ლამაზი და საინტერესო სტატიაა
2013, 28 ივნისი, 9:18
გმადლობთ :)
2013, 28 ივნისი, 9:16
საინტერესოა:)
2013, 28 ივნისი, 9:11
საინტერესო სტატიაა:)
0 1 6