მხატვრობა ტოპ-10 ყველაზე აბსურდული ნახატი, რომელიც მილიონებად გაიყიდა 2013, 27 ივნისი, 22:48 წარმოგიდგენთ საინტერესო რეიტინგს, ასევე საინტერესო, მაგრამ არც თუ ისე ლამაზი მხატვრობის შედევრებისა. როგორც დაინახავთ მხატვრული გენიალურობა ძალიან სუბიექტურია და დამოკიდებულია სუბიექტზე, რომელიც მზადაა მილიონები გადაიხადოს ამ "გენიალური" ნახატების შეძენისათვის. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მსოფლიოში გამოინახება ადამიანი, რომელიც მზადაა ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ უცნაურობებს შეიძენს, თანაც ასეთ ფასად. თუმცა კაცია და ბუნება, ზოგს რა მოსწონს, ზოგს კიდე რა. მაშ ასე, ნახეთ და გაიკვირვეთ.
10)გერჰარდ რიჰტერის "სისხლისფერ-წითელი სარკე" 1.1 მილიონ დოლარად გაიყიდა. 9)"სივრცის კონცეპცია-ლოდინი" ლუჩიო ფონტანა – გაიყიდა 1.5 მილიონ დოლარად. 8)ელსვორტ კელის "მწვანე ლაქა" გაიყიდა 1.6 მილიონ დოლარად. 7)"კოვბოი" ელსვორტ კელი – 1.7 მილინი დოლარი. 6)"სახელის გარეშე" ბლინკი პალერმო – 1.7 მილიონი დოლარი. 5)"ნახატი (ძაღლი)" ჯოან მირო – გაიყიდა 2.2 მილიონ დოლარად. 4)"სახელის გარეშე" საი ტრომბლი – გაიყიდა 2.3 მილიონ დოლარად. 3)"თეთრი ცეცხლი I" ბარეტ ნიუმანი – გაიყიდა 3.8 მილიონ დოლარად. 2)"ლუჯი სულელი" კრისტოფერ ვული – გაიყიდა 5 მილიონ დოლარად. 1)"სახელის გარეშე" 1961 წელს შექმნილი მარკ როტკოს ნახატი გაიყიდა 28 მილიონ დოლარად. 311 9-ს მოსწონს
|