x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135789
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
ქართული ტელევიზიის რეიტინგი

image

საქართველოში სულ 10 მდე ქართული არხი გვაქვს. თუ

გადავხედავთ ქართულ არხებს. შევამჩნევთ, რომ არცერთი გადაცემა არ არის ქართული.ის რაც გადის უცოხურ არხზე ცდილობენ გადმოიტანონ ჩვენთან, მაგრამ უნიჭოდ. ამახინჯებენ, უბრალოდ არ შეუძლიათ თავად შექმნა რაიმე ნორმალური. გარდა ამისა მათ არ აქვთ თავისი სტილი, უცხოეთში არხების 90% ერთ თემაზეა, მაგალითად თუ არის სპორტული იქ ბრაზილიური სერიალი არ იქნება. ჩვენთან ერთ და იგივე არხზე შეიძლება გადიოდეს კურიერი, ბრაზილიური სერიალი, იღბლიანი ბორმბალი და ა.შ. რეიტინგის აწევის მიზნით აკეთებენ ამას, რადგან სხვა გზას ვერ ხედავენ. როცა ყველა ნორმალურ ტელევიზიას აქვს სტილი და შეფუთვა. მაგალითად ბი ბი სი არასრდოს გაუშვებს თავის არხზე მექსიკურ სერიალს, მხოლოდ იმიტომ, რომ რეიტინგულია. ბიბისი ცდილობს ისეთი გადაცემა გააკეთოს, რომ სერიალებს მოწყვიტოს ხალხი და თავის სტილში გაიუმჯებესოს რეიტინგი. ის ცდილობს დაადგინოს მისი სამიზნე აუდიენცია და ამ სამიზნე აუდიენციისთვის აკეთებს ისეთ გადაცემას, რომ არც სტილი დაერღვეს და ამავე დროს ის სამიზნე აუდიენცია თავისკენ წამოიყვანოს, რაც საქართველოში ნამდვილად არ ხდება, არის მარტო ერთი ტელეკომპანია გმგ, აქვთ 4-5 არხი ცალ- ცლაკე სპორტი, კინო და ასშ. ეს პაკეტი ფასიანია, მაგრამ ფეხბურთთან ერთად სერიალს ნამდვილად არ შემოგთავაზებთ ერთ არხზე. რაც შეეხება ჩვენს არხებს აქ ალბათ მაინც რუსთავი 2 ლიდერობს, შემდეგ მოდის იმედი, ეს 2 არხია გამოკვეთილი, რომელიც კონკურენციაშია.

1
412
3-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
412
  
2012, 27 აპრილი, 18:25
არცერთს არ ვადევნებ თვალს სულ სერიალებია....და აზრი
0 1 1