სასარგებლო პროდუქტები ჯანმრთელობისათვის ძალიან სასარგებლო პროდუქტი 2013, 27 ივნისი, 15:36 1. საზამთრო შარდმდენი საშუალებაა, რომელიც თირკმელების გავლით მარილების გამოდევნას უწყობს ხელს. საზამთროს უჯრედები შესანიშნავად წმენდს ნაწლავებს.საზამთრო რეცხავს და ასუფთავებს ორგანიზმს.
![]() 2.მისი ნაყოფი შეიცავს: წყალს, ორგანულ მჟავებს, უჯრედისს, აზოტოვან ნივთიერებებს, B1, B, C ვიტამინებს და A პროვიტამინს. ფორთოხალში B ვიტამინის შემცველობა უტოლდება ამ ვიტამინის შემცველობას რძეში.ის კარგი მადის მომყვანია და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ![]() 3.ისპანახი მდიდარია მინერალური ნაერთებით.მასში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებენ კუჭის ლორწოვანი გარსის მდგომარეობას და ასტიმულირებენ კუჭის წვენის გამოყოფას.ამის გარდა ისპანახი შეიცავს კაროტინს, C, E, K, P და B ჯგუფის ვიტამინებს, უნდა აღინიშნოს რომ C ვიტამინით ის ყველაზე უფრო მდიდარია გაზაფხულზე. ![]() 4.ნიორი უნიკალური მკურნალია, ალიცინის შემცველობის წყალობით - ბუნებრივი ანტიბიოტიკია. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ალიცინი აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას და სისხლის ლიპიდურ შემადგენლობას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ამაღლებს იმუნიტეტს, ასტიმულირებს ტვინის მუშაობას, ხსნის სტრესს და ორგანიზმს იცავს კიბოსაგან. ![]() 5.მდიდარია ვიტამინებით, მჟავებითა და მიკროელემენტებით. ლინოლის მჟავა რომელიც ასევე უხვად არის ზეითუნის ზეთში, ამაგრებს უჯრედულ მემბრანებს, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ლორწოვან გარსებზე. A, B, C, D, E, F, K ვიტამინები კი აქტიურად ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, ხელს უწყობენ ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის განმტკიცებას, აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციას. ![]() 6.კუჭ–ნაწლავის პრობლემები, თავის ტკივილი, სიმსივნეები, ეს ის მცირე ჩამონათვალია რომლის დროსაც მწვანე ჩაის დალევას გირჩევენ. დაღლილი და შეშუპებული თვალებისთვის იყენებენ მწვანე ჩაის საფენებს. ![]() 7.ყურძენი შეიცავს ფლავონოიდებს, შაქარს - გლუკოზას, ღვინისა და სხვა ორგანულ მჟავებს, მინერალურ ნივთიერებებს: ფოსფორს, კალციუმს, კალიუმს, რკინას, ცილოვან ნაერთებს, პექტინს, A, B1, B2, B6, C და P ვიტამინებს. ყურძენი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აღადგენს ძალ-ღონეს, არის შარდმდენი და საფაღარათო საშუალება, იყენებენ ანგინის, პირის ღრუს წყლულისა და ხველების სამკურნალოდ, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და ქოლესტერინის დაგროვებას. ![]() 8.შვრია - უმდიდრესი მარცვლეულია რომელშიც არის ბევრი ცილები, იგი შეიცავს აუცილებელ ამინომჟავებს. შვრია უამრავი გოგირდის, სილიკონი, ფოსფორის, კალიუმის, მაგნიუმის, ქრომის, მანგანუმის, თუთია, ნიკელი, იოდის შემცველია. შვრია ასევე მდიდარია ვიტამინებით: B1, B2, B6, კაროტინი, ვიტამინი C, ვიტამინი E, ![]() 333 8-ს მოსწონს
|