ჯანმრთელი კვება ბრინჯის დიეტა - როგორ გავხდეთ სწრაფად 2013, 2 ივლისი, 17:00 ბრინჯს ახასიათებს უნარი შეიწოვოს და ორგანიზმიდან გამოდევნოს მავნე ნივთიერებები, მაგ. მარილები და წიდები.
დიეტისთვის უმჯობესია გამოიყენოთ დაუმუშავებელი ბრინჯი, რომელიც მეტი რაოდენობით შეიცავს В ჯგუფის ვიტამინებს.
ბრინჯის დიეტის დაცვისას უნდა ისწავლოთ სითხის სწორად მიღება,
რადგან ბრინჯს ორგანიზმიდან გამოაქვს ბევრი მარილი, თქვენ ორგანიზმს სრული მოცულობით უნდა მიაწოდოთ წყალი.
შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სასმელი წყალი ასევე მწვანე უშაქრო ჩაი. საჭმლის მიღების შემდეგ წყალს მაშინვე ნუ მიიღებთ, რადგან ბრინჯმა თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. ჭიქა წყლის დალევა შეგიძლიათ ჭამამდე 20 წთ-ით ადრე ან ჭამიდან საათი-საათნახევრის შემდეგ. დიეტის დროს სასურველია კალიუმის პრეპარატების მიღება. ![]() ბრინჯის დიეტა შვიდი დღე გრძელდება. 500 გ. მოხარშულ ბრინჯს შეგიძლიათ დაამატოთ ორთქლზე მომზადებული თევზი, მოხარშული ხორცი, ახალი ხილი ან ბოსტნეული, თუმცა "დამატების" რაოდენობამ 200 გ-ს არ უნდა გადააჭარბოს დღეში. მიიღეთ არატკბილი განსაკუთრებით მწვანე ვაშლის ნატურალური წვენი, მწვანე ჩაი, წყალი ჩვეულებრივი ან გაზგასული მინერალური. 6857 7-ს მოსწონს |
da mere daanebebt tavs dietas.anoreqsiebis da damaxinjebis gareshe