x
image
K.P.
ვისთან ერთად მოიწყო შორენა ბეგაშვილმა შვებულება? ცხელ-ცხელი ფოტოები ბულგარეთიდან

imageყველა ცდილობს ზაფხულის ცხელი დღეები გაიხალისოს, ზოგი მთაში მიდის, ზოგი ზღვაზე. ყველასათვის ცნობილმა და საყვარელმა მსახიობმა შორენე ბეგაშვილმა კი გადაწყვიტა ზაფხულის ცხელი დღეები ბულგარეთში გაეტარებინა. მსახიობი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფოტოებს ანთავსებს, რომლებიც გვამცნობენ, რომ ლამნაზმანი დროს შესანიშნავად ატარებს. ვისთან ერთად იმყოფება მსახიობი ეს ჯერ კიდევ უცნობია. როგორც ჩანს შორენასთან მყოფ პირს მისთვის სურათების გადაღება არ ბეზრდება და ზაფხულის დღეებსაც მშვენივრად ატარებენ. image

ეს წელი შორენასთვის საკმაოდ დატვირთული იყო. მიყავდა გადაცემა "იღბლიანი ბორბალი", თამაშობდა იუმორისტულ სერიალ "ქეთი და კოტეში", მიიღო მონაწილეობა სომხური ლუდისა და არაყის რეკლამაშიც. როგორც ჩანს ბევრი მუშაობის სანაცვლოდ შორენამ კარგი ანაზღაურებაც მიიღო და გადაწყვიტა ყველასაგან შორს განტვირთვის დღეები მოეწყო.

მსახიობს უიღბლო ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, ევა ბარბაქაძე. გოგონა დედის მესაიდუმლე და მისი ყველაზე ერთგული, პატარა მეგობარი გახლავთ. შორენა პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს, საიდუმლოდ ინახავს, ხან ამბობს, რომ მას საყვარელი ადამიანი ჰყავს, ხან კი უარყოფს. საჩუქრებს საკუთარ თავს თვითონვე უკეთებს, რადგან იცის, რომ უანგაროდ მხოლოდ ერთეულები თუ იმეტებენ რაიმეს.მსახიობის მტკიცებით, მისთვის გათხოვება პრობლემა არ არის, უბრალოდ ჯერ სიყვარული არ სწვევია, იმ ადამიანს ველოდები, ვის გვერდითაც სიცოცხლის ბოლომდე ვიცხოვრებო. ვუსურვოთ შორენას წარმატებები... imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






























0
277
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0