x
image
K.P.
ნინა სუბლატი საკუთარ ნამდვილ გვარს გვიმხელს (+ახალი, ცხელ-ცხელი ფოტოკოლექცია)

imageნინა სუბლატი პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" ერთ-ერთი მონაწილეა. გოგონამ სცენაზე პირველივე გამოსვლისთანავე დაიპყრო მსმენელთა გული. ნინა მხოლოდ 18 წლისაა, სკოლა წელს დაამთავრა და სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას გეგმავს. სუბლატი მომღერლის ფსევდონიმია, რომელსაც ბავშვობიდან ატარებს: "8-9 წლის ვიყავი, როცა ეს მეტსახელი მოვიგონე. თავიდან ალბათ რაღაც შინაარსი ჰქონდა, რომელიც დღეს აღარ მახსოვს. იმის მერე ყველა ამ მეტსახელით მომმართავს".image ნინა სინამდვილეში გვარად სულაბერიძეა. მომღერალი ამტკიცებს, რომ პროექტში მონაწილეობა ფსევდონიმით მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ყველა ასე იცნობს. გავრცელებული ხმების თანახმად, ნინა საკუთარ გვარს იმ შემთხვევაში გაამხელდა თუ "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალში მოხვდებოდა. გასულ კვირას "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" ნინამ საკუთარი გვარი უპრობლემოდ გაამხილა, მიუხედავად იმისა რომ ის ჯერ მხოლოდ პროექტის ნახევარფინალშია.

გოგონა შეყვარებულია, მისი რჩეული 19 წლის პიტო სეთურიძეა. ის მომავალი არქიტექტორია, სამხატვრო აკადემიაში სწავლობს. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრების წყალობით გაიცნო. imageნინა საკუთარ თავს თვითნასწავლ მომღერლად მიიჩნევს, ბავშვობიდან მღერის, მასწავლებელთან კი არასდროს უვლია."ერთი წლის წინ ბერამ სიმღერის შემსწავლელი კურსი გახსნა. კასტინგი გამოაცხადა და შვიდი კონკურსანტი შეარჩია. მასტერკლასს უცხოელი პედაგოგები გვიტარებდნენ, გვასწავლიდნენ ქორეოგრაფიას, სცენიდან მაყურებელთან კონტაქტს და ა.შ. თუ ამ ერთწლიან კურსს არ ჩავთვლით თვითნასწავლი ვარ"-გვიამბობს მომღერალი. ახლა კი გთავაზობთ ნინას ახალ, ცხელ-ცხელ ფოტოკოლექციას, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა "საქართველოს ვარსკვლავის" ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზე. imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage














3
1024
9-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1024
  
2013, 5 ივლისი, 15:41
უკვე დათრეული რომ არ ჰყავდეთ, მართლა მაგარი ნაშაა!.. :* :*
2013, 24 ივნისი, 20:48
ვაა!!!!!!!!!!!!!! მართლა ახალია
0 1 3