სხვა "კასიუს კლეი" ყველაზე დიდი ნიანგი მსოფლიოში (8 ფოტო) 2013, 28 ივნისი, 12:14 ყველაზე დიდი ნიანგი, ბინადრობს «Marineland Melanesia»-ს პარკში რომელიც მდებარეობს მწვანე კუნძულზე (კვინსლენდი, ავსტრალია). რეპტილიის სიგრძე 5 მეტრი და 48 სანტიმეტრია და იწონის დაახლოებით ერთ ტონამდე.
წელს მას 110 წელი შეუსრულდა. ნიანგს დაბადების დღეზე, რომელსაც "კასიუს კლეი" დაარქვეს, აჩუქეს 20 კილოგრამიანი ტორტი რომელიც დაამზადეს წიწილისა და საქონლის ხორციდან. რეპტილიის მფლობელის 82 წლის ბილი კრეიგის სიტყვებით, სინამდვილეში ნიანგის ასაკი უცნობია, მისი ასაკი 100 წელზე მეტია, ამიტომ დაბადების თარიღი მან თავად შეურჩია. ნიანგმა საჩუქარი დაახლოეით 30 წამში შეჭამა. ასევე მისმა მომვლელებმა მას მუსიკალური ნომერი აჩუქეს «Happy Birthday» შეუსრულეს. ნიანგი დაიჭირეს 26 წლის წინ, 1987 წელს. ის დაიჭირეს მიტომ რომ, შიშის ზარს სცემდა ყველას მდინარე ფინისზე. ის თავს ესხმოდა ნავებს, ერთხელ ნავს ძრავიც კი მოაგლიჯა. მასზე პასუხისმგებლობის აღება არავინმა არ მოისურვა, რანჩოს მფლობელმა ჯორჯ კრეიგმა, ბილი კრეიგის ბაბუამ რომელმაც 1969 წელს დაარსა ზოოპარკი, შეიფარა ნიანგი. 2011 წელს "კასიუსი", რომელსაც ლეგენდარული მოკრივეს საპატივცემულოდ დაარქვეს, შეტანილი იქნა გინესის რეკორდების წიგნში როგორც ყველაზე დიდ რეპტილია. მისი სიგრძე 5 მეტრი და 48 სანტიმეტრი არის და იწონის დაახლოებით ერთ ტონამდე. როდესაც ფილიპინებზე დაიჭირეს ნიანგი რომლის სიგრძე 6 მეტრი და 17 სანტიმეტრი იყო, მან დაკარგა თავის საპატიო ტიტული, მაგრამ კონკურენტის სიკვდილის შემდეგ, რომლის მეტსახელი "ლოლონგი" იყო მან დაიბრუნა თავისი ტიტული. 514 10-ს მოსწონს
|