x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
არასამთავრობოები კიბერუსაფრთხოების სტრატეგიას გაეცნენ

ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ლაშა დარსალიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნო.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა კიბერუსაფრთხოებას ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევს.

დარსალია აცხადებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიაზეც, რომლის დამტკიცება 2012 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი შეხვედრა ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ინიციატივით გაიმართა. image

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხოსიაშვილი
გიორგი ხოსიაშვილი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0