x
...ყოველ საღამოს როცა ცის კიდე

მზის შუქისაგან გაწითლდებოდა

დაღამებისას სადღაც ცის ძირში

ვარსკვლავთ მეჯლისი იმართებოდა...


როგორც წუხელის კვლავ განმეორდა

ღამე შეცვალა დილა მზიანმა

კვლავ დაილია ამ სასწაულის

წითელი ღვინით სავსე ფიალა..

ყოველი დილა დილას მისდევდა

უცვლელი იყო ბუნების წესი

ცვლილება მარტო მე განვიცადე

უკუ ავიღე ცხოვრების გეზი....

რა იყო თითქოს ახლაც ვერ ვხვდები

როგორ მაცდუნა ეშმაკის ფეხმა

თითქოს თვალებწინ წარმოვიდგინე

როცა ადამი აცდუნა გველმა...

თავს არ ვიმტყუნებ რადგან ცხოვრება

დაუნდობელი და სასტიკია

ტკივილისაგან დამძიმებული

გულის წუხილი თუ განგიცდიათ...

ყველაფერზე ხარ ამ დროს წამსვლელი

ბედნიერებას თუ სადმე ჰპოვებ

თუნდაც წამლისგან გაბუებული

ვიცი სიცოცხლეს მალე დასტოვებ....

ყველაზე ცუდი იცი რა არის?

ვერ ხვდები რომ ეს დროებითია

ფხიზელი ჭკულით თუკი შეხედავ

მიხვდები რომ ეს დიდი ტვირთია...

კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს

ყოველთვის ცაზე მზე არ იქნება

ერთ წვიმიან დგეს მოულოდნელად

შენი ვარსკვლავი არ აინთება....

ჩაიძირება შენი თვალები

დამშვიდობების მდუღარე ცრემლში

საღ გონებაძე ტკივილს კარგად გრძნობ

დანა დაგარტყეს უადაოდ მკერდში....

ოთხ კედელს შორის რომ გაიღვიძებ

როცა მზეს ვეღარ შეავლებ თვალებს

მაშინ დაიწყებ ტანჯვის სიცოცხლეს

და საათებად აქცევ ამ წამებს....

ახლა კი დრო გაქვს იფიქრო მეტი

და მოიაზრო შენი ცხოვრება

პირველი ფიქრი პირველი აზრი

რასაც ჩასცვდება შენი გონება...

ნეტავი ბოლოს ჩაგხუტებოდი

ჩემო გამზრდელო მშობეო დედა

რას ვიზავთ თუკი ცხოვრების ხიდი

ზოგისთვის უცბად უეცრად ტყდება....

წრილს გწერ დედა მინდა იცოდე

ვერ დაგიფასე შენი ამაგი

მადლობას მარტო იმისთვის გიხდი

რომ გირწევია ჩემი აკვანი....

ვიცი გამოვალ ადრე თუ გვიან

გულში ჩავიკრავ შენს დამჭკნარ თითებს

ერთი იმედით ვცოცხლობ რომ ცაში

მასხრად არ იგდებს ღმერთი ჩემს ფიქრებს...

არ გინდა დედი იდარდო ბევრი

ჩემი ტანჯული სიცოცხლეც მყოფნის

გამაგრდი ვიცი გაუძლებ ტკივილს

ნუ გაამეფებ დროს დიდი გლოვის...

შავ გამხმარ პურს თუ ვერ შევჩამ დედი

ცივ იატაკზე თუ ვერ ვიძინებ

შენი ხელები თუ ვერ გამათბობს

თუ შენი კოცნით ვერ გავიგვიძებ

მაშინ დამაკლდები სევდად მომედები

გულში ჩამწვდები და ცრემლად მომერევი

მაშინ მივხვდები რომ უკვე მკვდარი ვარ

რომ აღარაფრად აღარ ვარგივარ...

წამები წამებს წუთები წუთებს

დრო დროს გაჰყვება ნელი ნაბიჯით

ძალზედ უიღბლო ჩემი ცხოვრება

ერთ დღეს გვერდიდან უცებ ჩამივლის...

ცრემლით გაჯღენთილ ოთხ კედელს შორის

ჩემი ნატანჯი გული ყრუდ ფეთქავს

ყველაზე მეტად იცი რა მინდა?

რომ პატიმარი მე არ დამერქვას...

ამ ცხოვრებაში ძალზედ ტიალში

მე არავისთვის არა მივნია

ხანმოკლე მაგრამ სიმართლით სავსე

ეს გზა კაცურად მე გამივლია....

თუმცა ფრთა მომტყდა ცაში საფრენი

მიწაზე მწარედ დავნარცხებულვარ

ცხოვრება როგორც ყველასთვის ბრძოლა

მე ამ ბრძოლაში დავმარცხებულვარ...

სადა ხარ დედი რატომ არ მოხვალ?

შენი თვალებით რატომ არ მათბობ

ალბათ ჩემ წყენამ გული მოგიკლა

შენი გულისთვის ყველაფერს დავთმობ...

თუმცა რაღა მაქვს დასათმობელი

მე ყველაფერი ციხეს შევწირე

სიცოცხლე რომელიც შენ მე მაჩუქე

ძალზედ უღირსმა მე ვერ შევირგე...

გამოვალ ვიცი გამაგრდი დედა

და მოვითმინოთ ორივემ ერთად

გულში ჩაგწვდები შემოგევლები

და გადაგიქცევ ცხოვრებას ფერად...

ამდენი წელი ტანჯვის და გლოვის

მე ჩემ კაცობამ გამაძლებინა

ამდენი ღამე თვალცრემლიანი

შენს სიყვარულმა გამათევინა...

აი ნანატრი წუთებიც დადგა

ჩემათვის გაიღო ციხის კარები

და დაირეკა ციხის გუმბათზე

სასიხარულო ჩემთვის ზარები...

ჩემი ნატანჯი გული და სული

შენთან შეხვედრას ელოდა დედი

მოვდივარ ვიცი მთელი ცხოვრება

რომ თვალზე ცრემლით ყოველთვის მელი...

ყველაზე მწარედ ახლა დამცინა

სადიდებელმა უფალმა ღმერთმა

ყველაზე დიდი ტკივილი ჩემთვის

მე მომიმზადა წყეულმა ბედმა...

კვლავ მწუხარების ზარმა ჩამოჰკრა

იმედის შუქი უეცრად ჩაქრა

შენი ღიმილი ჩემი გულიდან

მოულოდნელად ერთ წუთში გაქრა....

რას ვიფიქრებდი თუ შენი გული

რომ ამ ყველაფერს ვერ გაუძლებდა

მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი

რომ ღმერთი ჩემთვის ასეთ ბედს წერდა...

შენს გაყინულ გულს ჩავეხუტები

თუმცა ამჯერად ვეარარ გამათბობ

აი მაშინ კი დაუფიქრებლად

მადლობის ნიშნად სიცოცხლეს დავთმობ...

გამთენიისას როცა ცის კიდე

მზის სხივების გუნდს კვლავაც ელოდა

ჩემი ნატანჯი ეული სული

აუღელვებლად სიკვდილს ებრძოდა...

შენი სითბოს და ალერსის ნაცვლად

ცრემლებით სავსე გუბე მათბობდა

წუხილით სავსე ეს ჩემი გული

ღმერთს შეწყალებას დაშველას სთხოდა...

ტრიალ მინდორზე ორ საფლავს შორის

მიზეზი გაჩნდა გაკვირვებისა

უეკლო ვარდებს გაუხარიათ

ნიშანი არის პატიებისა......



ნ.თევზაძე

0
19
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათ1939
ნათ1939
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0