ჯანმრთელი კვება ყველაზე ძვირადღირებული კერძების ტოპ 10 2013, 21 ივნისი, 18:03 "ჭამა სიამოვნებაა"!
საკვები შეიძლება იყოს ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, მხოლოდ დანაყრების საშუალება და ასევე ძალიან განსხვავებული, განსაკუთრებული, მდიდრული... ფასებიც შესაბამისია და ის ერთი ცენტიდან შეიძლება რამდენიმე ათას დოლარამდეც კი მერყეობდეს. ინტერნეტ პორტალმა tochka.net-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კერძების ტოპ 10, რომელსაც ასეთი სახე აქვს:
10. სენდვიჩი Von Essen Platinum Club, ფასი 200 აშშ დოლარი. სენდვიჩის დაგემოვნება სასტუმრო Von Essen-შია შესაძლებელი
9. კარტოფილი La Bonnotte, ფასი ერთი კილოგრამი - 635 აშშ დოლარი. კარტოფილი მხოლოდ საფრანგეთის კუნძულ ნურმუატიეში მოიყვანება. კუნძული ატლანტის ოკეანეშია 8. ომლეტი Le Parker Meridien, ფასი 1000 აშშ დოლარი. მისი დაგემოვნება ნიუ-იორკის სასტუმრო Le Parker Meridien-შია შესაძლებელი 7. სალათა Florette Sea&Earth, ფასი 1000 აშშ დოლარი. სალათის გასინჯვა ოქსფორდის სასტუმრო Le Manoir aux Quat Saisons-ში შეგიძლიათ 6. სუპი ჩიტის ბუდისგან. ამ 400 წლის ისტორიის მქონე ჩინური დელიკატესის ფასი 2 ათას აშშ დოლარს შეადგენს. ის სასარგებლოა კანისთვის, აძლიერებს კაცის ლიბიდოს და ა.შ. 5. ზუთხი-ალბინოსის ხიზილალა "ალმასი". 100 გრამის ფასი 2 ათასი აშშ დოლარი 4. შოკოლადი Chocopologie by Knipschildt, ფასი 2.4 ათასი აშშ დოლარი 3. რესტორან Golden Gates-ის ლურჯი პელმენები. ფასი 2.4 ათასი ლარი (8 ცალი) 2. პიცა Louis XIII. მისი გასინჯვა სამხრეთ იტალიურ ქალაქ აგროპოლშია შესაძლებელი. ფასი 10 ათას აშშ დოლარს აჭარბებს. სუპერ პიცის დასამზადებლად გამოიყენება კამეჩის მოცარელა, სხვადასხვა სახის ხიზილალა და კონიაკი Louis XIII Remy Martin 1. ნაყინი კაკაოთი და საკვები ოქროთი. მისი გასინჯვა ნიუ-იორკის რესტორან Serendipity-შია შესაძლებელი ბრილიანტის თვლებიანი ოქროს კოვზით. ფასი 25 ათასი აშშ დოლარი. 470 5-ს მოსწონს |
ძალიან საინტერესო სტატიაა!