x
ჩემი ცხოვრება..........
.............მინდა შემიფასოს ხალხმა.......


ჩემი ცხოვრება არც თუ ადვილი

სიტყვებით რთული აღსაწერია

ჩემი ცხოვრების დახეულ ფურცლებს


ბედნიერება არ აწერიათ...

გულში გამიქრა თბილი გრძნობები

მათ ადგილს ახლა ყინული ფარავს

ჩემი ღიმილი ძალზედ მცინარი

გულში წყენას და დიდ ტკივილს მალავს...

ფიქრით გადაღლილ სევდიან თვალებს

უიმედობის შუქი გადაჰკრავს

ნეტავ როდემდე ავიტან ამდენს

გულში წყენას და სევდის დამალვას...

ოთახში უკრავს შავი როიალი

წვიმის წვეთებიც წრეეებს ხაზავენ

გზაზე დაყრილი ვარდის ფურცლები

ჩემს საიდუმლოს უხმოდ მალავენ...

ზეცამაც დაიწყო მწარედ გოდება

ციდან ანგელოზთა გალობა მესმის

უსმენ მათ ჩურჩულს და ჩემი გულიც

ამ დროს სევდიან სიმგერას მღერის....

ეკლესიაში ზარები რეკავს

ხატებთან დაჩოქილს ცრემლები მდის

ამდენი ტანჯვა გულში მალული

უფრო და უფრო საშინლად მღლის...

ბედმა მარგუნა ასე ცხოვრება

ჯერ შენი პოვნა მერე დაკარგვა

მან სიყვარულში წამებულ ჩემს გულს

ქვეყნად დიდი ტკივილი დაარქვა...



ნათია.თ

5
31
7-ს მოსწონს
ავტორი:ნათ1939
ნათ1939
31
  
2013, 21 ივნისი, 17:20
დიდი მადლობა ყველას მიხიარია რომ მოგეწონათ,სხვა ლექსებიც მაქვს და მინდა დავამატო კიდე
2013, 21 ივნისი, 14:23
რაღაც მომენტებში რითმი ამერია,მაგრამ ზოგადად ძალინ მომეწონა და წამატეები მინდა გისურვო. ეს მდგომარეობა ახლოს დგას ჩემთან.
2013, 21 ივნისი, 14:12
ძალიან კარგი ლექსია, მაგრამ ნეტა რომელიმე კაცი თუ ღირს ამხელა ტკივილად??:)
2013, 21 ივნისი, 14:11
კარგია..ტკივილნარევი ოღონდ!!
2013, 21 ივნისი, 13:56
კარგია:)
მარგამ სევდიანი:(
0 1 5