x
მეტი
  • 20.07.2024
  • სტატია:136061
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510321
ვარსკვლავების შვილები-მოდის პატარა მიმდევრები
ცნობილი ადამიანების შვილები დაბადებამდე იპყრობენ საყოველთაო ყურადღებას.

ამქვეყანაზე მოვლენის შემდეგ კი მუდმივად პაპარაცების ობიექტები ხდებიან. როგორც მშობლები, ისე მათი ვარსკვლავი შვილები მოდის ტენდენციების გათვალისწინებით იმოსებიან.


ყველაზე მოდურ ვარსკვლავურ ბავშვად ითვლება ტომ კრუზის და კეტი ჰოლმსის გოგონა სური. კეტი უმცირეს დეტალსაც კი ითვალისწინებს მისი სამოსის შერჩევისას. გავრცელდა ხმები, რომ გოგონამ ხელი მოაწერა ნახევარმილიონიან კონტრაქტს საკუთარი ტანსაცმლის ხაზის გამოშვებასთან დაკავშირებით. კეტის გემოვნების და დიზაინერული საქმიანობის გათვალისწინებით, გოგონას მომავალი საკმაოდ წარმატებული იქნება.

image


image


კიდევ ერთი ცნობილი ბავშვი, რომელიც კონკურენციას გაუწევს სური კრუზს გახლავთ ვიქტორია და დევიდ ბექჰემების გოგონა ჰარპერი.

საზოგადოებაში პირველი გამოჩენის დღიდან ვიქტორია გოგონას მოსავს Stella McCartney, Chloé, Little Marc Jacobs და Bontonის საუკეთესო კოლექციების საუკეთესო მოდელებით. დედა-შვილის ყველა საჯარო გამოსვლა საუცხოოდ შეხამებულია და გათვალისწინებულია ბოლო მოდური ტენდენციები.

image

image


რაც შეეხება ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ოჯახს ის ყველაზე მრავალშვილიანია ჰოლივუდში. მათ სამი საკუთარი და სამი ნაშვილები ბავშვი ჰყავთ.

პირველი შვილი მედოქსი ანჯელინამ იშვილა 2002 წელს,

მეორე ბავშვი ზახრა უკვე ბრედთან ერთად აიყვანა 2005 წელს.

წყვილის პირველი ბიოლოგიური შვილი შეილა შვიდი წლის ხდება, მისმა დაბადებამ გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი პრესაში, მისი ფოტოსურათები ტაბლოიდებს 10 მლნ დოლარი დაუჯდა.

2007 წელს ოჯახმა იშვილა კიდევ ერთი ბიჭუნა პაქსი. რის შემდეგაც წყვილს ტყუპები-გოგონა ვივიენი და ბიჭუნა ნოქსი შეეძინა. მათი ფოტოები რეკორდულ 14 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ანჯელინა და ბრედი ცდილობენ მეტი დრო გაატარონ ბავშვებთან და მათთან ერთად სიამოვნებით მოგზაურობენ და სტუმრობენ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებს.

პატარა ასაკის მიუხედავად ვივიენმა უკვე მოასწრო დისნეის ფილმში მონაწილეობის მიღება, სადაც ანჯელინა მთავარ როლს ასრულებდა. ფილმის პრემიერა 2014 წელს არის დაგეგმილი.

image

image

image


სარა ჯესიკა პარკერის და მეთიუ ბროდერიკის ტყუპები სუროგატმა დედამ გააჩინა. მათ უკვე ოთხი წელი უსრულდებათ. პაპარაცები მუდმივად უთვალთვალებენ ტყუპებს, ინტერნეტში ფართოდ იხილება, რატომ დადის სკოლაში ტაბიტა ცალი წინდით და გოგონებს დახეული სანდლები ხომ არ აცვიათ,

ამის მიუხედავად ყველა დარწმუნებულია, რომ სარა სამაგალითო დედაა. წყვილი მეთიუს ვაჟიშვილსაც ზრდის.

image

image


ორლანდო ბლუმის და მირანდა კერის ბიჭუნა ყველაზე მომღიმარ ცნობილ ბავშვად დაასახელეს ჟურნალისტებმა. პატარა ფლინი მუდმივად შეხარის ცხოვრებას, ხშირი მივლინებების და მოგზაურობის მიუხედავად მირანდა ცდილობს კავშირი შეინარჩუნოს შვილთან.

ცოტა ხნის წინ მოდელმა უარი თქვა Victoria's Secret-თან თანამშრომლობაზე, რათა მეტი დრო დაუთმოს ოჯახს.

image

image


0
373
6-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0