x
image
K.P.
ვინ არის და რას საქმიანობს ნუკა გვალიას ქმარი

imageნუკა გვალია "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე და ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია. გოგონამ ძალიან მალე მოახერხა და მთელ საქართველოს შეაყვარა თავი. ნუკა დაქორწინებულია. მისი რჩეული 21 წლის ნიკა კობახიძეა. ის სტუდენტია, შავი ზღივის უნივერსიტეტში სწავლობს ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე. წყვილმა ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გაიცნო, ორივე ერთ თამაშს თამაშობდა. როგორც ხშირად ხდება ყველაფერი მეგობრობით დაიწყო და სიყვარულით დასრულდა. ნუკა მაშინ 67 კილო ყოფილა, დაახლოებით 24 კილოთი მეტი ვიდრე ახლაა. მომღერალი გვიამბობს: "მე და ჩემმა მეუღლემ, ნიკუშა კობახიძემ, ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გავიცანით რვა წლის წინ.image
ჯერ ვმეგობრობდით, მერე, ეს მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა და, ერთი წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ. ის 21 წლისაა, მე კი – 20-ის. მაშინ ჩემი თავი საშინლად არ მომწონდა. პუტკუნა ვიყავი და შევსებული სახე მქონდა.არ ვიცი ნიკას ჩემი თავი რამ შეაყვარა, რომ განსხვავებული იყო, განსხვავებული იუმორი ჰქონდა. ჩემნაირი სტილის იყო, ერთნაირი თამაში გვიყვარდა და ჩვენი ინტერესები ყველაფერში ემთხვეოდა ერთმანეთს ყველაფერში მყვება და მოსწონს ჩემი მრავალფეროვნება. imageურთიერთობებში სიახლე აუცილებელია, რომ ადამიანებს ერთმანეთი არ მოჰბეზრდეთ. ჩემი ქმარი ძალიან მანებივრებს და ხშირად მიწყობს სიურპრიზებს. მან მიბიძგა იმისკენ, რომ სასიმღერო კარიერისთვის მებრძოლა. ის, რომ ოჯახი და კარიერა ერთმანეთს უშლის ხელს, აბსურდია. თუ მოინდომე და საყვარელმა ადამიანებმაც შეგიწყვეს ხელი, ყველაფერს შეძლებ და დაძლევ – ამაში ეჭვი არ მეპარება."

ნუკა შესანიშნავი მეოჯახე და კულინარი გამოდგა. ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებს, ქართულსაც და უცხოურსაც. გოგონა საკუთარ თავს სისუფთავის ავადმყოფს ეძახის, სახლში რომელ საათზეც არ უნდა მივიდეს, სანამ ყველაფერს ბოლომდე არ დაალაგებს ვერ იძინებს. ნუკა სახლში ერთადერთი დიასახლისია, image ნიკუშას დედა კანადაში ცხოვრობს. "მამამთილი ცეცხლს მეძახის. სულ მეუბნება, სწრაფი ხარ დალაგებაშიო. იმიჯით ბევრ რამეს ვერ გაარკვევ. რომ შეხედავ ადამიანს, შეიძლება სულ სხვა რამ იფიქრო, მაგრამ როდესაც გაიცნობ და მიხვალ მასთან სახლში, მერე გეცვლება შთაბეჭდილება"-გვიმტკიცებს ნუკა.

წყვილის ცხოვრებაში სიახლეა, ნუკა ორსულადაა. ოჯახი ძალიან გაახარა მოულოდნელმა სიახლემ. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი.imageimageimage


2
292
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
292
  
2013, 20 ივნისი, 11:07
ნუუკა< 33 ჩემი ანგელოზი მალე პაწუკა გეყოლეება< 33 ნეტა როდის მოევლინება ქვეყანას და მალე ვნახავ< 33
2013, 19 ივნისი, 21:54
აუტანელი გოგოა...
0 1 2