x
image
t.x.
რატომ გაიყარა ანუკი არეშიძისა და ბიჭოლას გზები?

imageანუკი არეშიძე ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ქართველებისთვის სასურველ სასიძოზე კახა კალაძეზე იქორწინა. კახა ფეხბურთს სამუდამოდ გამოემშვიდობა და ახლა აქტიური პოლიტიკოსია. ანუკი ერთ-ერთი ცნობილი ქართველი მოდელი და დამწყებიო დიზაინერია. მან ბიჭოლასთან ერთად დაარსა ბრენდი "Anouki Bicholla". imageდიზაინერები სამი წლის მანძილზე თანამშრომლობდნენ, თუმცა საბოლოოდ მათი გზები გაიყარა. ანუკის მტკიცებით აზრთა სხვადასხვაობის გამო გადაწყვიტეს ცალ-ცალკე მოღვაწეობა.

''ძვირფასო მეგობრებო, ძალიან ბევრი მწერს და მეკითხება რა ხდება ბრენდ Anouki Bicholla-ს გარშემო. ცხოვრების ყველა ეტაპს ახლავს სიახლე, ამ სიახლეს სირთულეები, ჩვენ სამი წელია ერთად ვართ და ამ ბრენდმა ძალიან ბევრს მიაღწია. imageთუმცა სამწუხაროდ დადგა მომენტი რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო ჩვენ გადავწყვიტეთ ცალ-ცალკე გავაგრძელოთ მოღვაწეობა, ვიმედოვნებ სწორად გაიგებთ და ამ ამბისგან საკუთარი პიარით არ დაკავდებით. ცოტა რთული კარიერული პერიოდი გვაქვს თუმცა ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. ყოველთვის მზად ვიქნებით ერთმანეთის დახმარებისთვის. მაღაზია კიევში აგრძელებს მუშაობას და იქ წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების და უკვე anouki-ს და bicholla-ს სამოსიც. მე ამ სფეროში ვრჩები და მხოლოდ ჩემი სახელით ვაგრძელებ მოღვაწეობას. ბიჭოლას კი უდიდეს წარმატებას ვუსურვებ ცხოვრების ახალ და ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე!"-წერდა ანუკი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
image

1
194
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
194
  
2013, 18 ივნისი, 18:59
ძაან კარგი ბრენდი ქონდათ იმედია ისევ კაი სამოსი ექნებათ:)))
0 1 1