x
მეტი
  • 20.07.2024
  • სტატია:136061
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510321
ზაფხული 2013- მოდური ფერები
ყოველწლიურად სეზონის ცვლილებასთან ერთად სილუეტებს და პრინტებთან ერთად იცვლება აქტუალური ფერების და მათი შეხამების ტენდენცია.

წლევანდელ ზაფხულს მოდური გახდა თამამი, კაშკაშა ლურჯი, ყვითელი, ზურმუხტისფერი და მარადიული თეთრი ფერი.


2013 წლის მოდური ფერების ჩამონათვალი არასრული იქნებოდა ზურმუხტისფერის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ თავად ზურმუხტისფერის პალიტრა მეტად სავსეა, ელფერის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი ვარიანტი, რომელიც ნებისმიერი

ტიპის გარეგნობას მოუხდება.


მდიდრული და დატვირთული ზურმუხტისფერი იდეალურია გამოსასვლელი სამოსისთვის-გრძელი კაბების და კომბინეზონებისთვის. ზურმუხტისფერი ზედა სამოსი მეტად დახვეწილად გამოიყურება და წარმოადგენს კოქტეილის კაბის შესანიშნავ ალტერნატივას.

ყველაზე ეფექტურად ის გამოიყურება ატლასის ქსოვილზე და საუკეთესოდ შეეხამება როგორც ნეიტრალურ კრემისფერ, ასევე ცისფერ, ყვითელ და იისფერ ტონალობებსაც.

image

სარეკლამო კამპანია Mulberry; DKNY


უკვე მეორე სეზონი მიყოლებით ელექტრული ლურჯი ფერი მეტად მოდურ ფერად რჩება. ის 2013 წლის გარდერობის შეუცვლელი შემადგენელია. უპირატესობა მიანიჭეთ არა თავშეკავებულ, არამედ კაშკაშა, დარტვირთულ ღრმა ლურჯ ფერს.

ასეთი ლურჯი საუკეთესოდ შეეხამება ნეიტრალურ ვარიანტებს-

შავს, თეთრს, ყავისფერს და კანისფერს.

ე.წ. "color-block" წესი ითვალისწინებს ლურჯის შეხამებას ფირუზისფერ, ყვითელ ან ვარდისფერთან.

ლურჯ ფერს შეუხამეთ ცივი ელფერის აქსესუარი, რომელიც ხაზს გაუსვამს მის კეთილშობილებას და სიღრმეს.

ასევე შესანიშნავი არჩევანი იქნება გამოკვეთილი ლურჯი ფერის ჩანთა ან რედიკული (ქლათჩი), რომელიც გაალამაზებს ნებისმიერ სამოსს და მომხიბვლელობას მიანიჭებს მას.

image
Gucci-ის სარეკლამო კამპანია

ყვითელმა ფერმა წელს მოიპოვა ყველაზე პოპულარული ფერის წოდება. მოდაშია მზის პალიტრის ყველა ფერი. ყვითელი ორგანულად შეეფერება როგორც სამუშაო სტილს, ასევე საღამოს სამოსს.

აქტიური ყვითელი განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება მარტივ, ლაკონურ სილუეტებთან. ზაფხულში შეგიძლიათ შექმნათ გაბედული ყვითელი იერსახე-ლიმონისფერი კაბა პოპულარობის პიკზეა.

ყვითელი კი შეუხამეთ თეთრ ფერს, რადგან ისინი არ ახშობენ და ბუნებრივად ერწყმიან ერთმანეთს და ქმნიან საზაფხულო ხალისიან იერს. "color-block"-ის შესაქმნელად ყვითელი შეუხამეთ ცისფერს ან იისფერს.

რაც შეეხება აქსესუარებს, ყვითელი ჩანთის ან ფეხსაცმელის მეშვეობით შეძლებთ აქცენტების სწორად განაწილებას და ორიგინალური იერსახის შექმნას.

image

სარეკლამო კამპანია Carolina-Herrera; Louis-Vuitton


თეთრი ფერი არასდროს გადადის მოდიდან, წელს ის ლიდერებს შორისაა.

განსაკუთრებით პოპულარულია თეთრი კოსტუმი და კაბა, რომელიც საქორწინო სამოსის სინონიმად აღარ ითვლება.

თეთრი ლაკონური სილუეტის მოკლე და გრძელი კაბები იდეალური ვარიანტია საზეიმო წვეულებისთვის. მას შეგიძლიათ შეუხამოთ ნეონისფერი აქსესუარები.

თეთრი კოსტუმი ეფექტურად გამოიყურება კაშკაშა ფერის ფეხსაცმელთან და მასიურ სამკაულებთან, იერსახეს დაასრულებთ გამოკვეთილი მაკიაჟით.

უდავო ფავორიტი კი კლასიკური შავ-თეთრი გამა გახდა, თუმცა

ამ შემთხვევაში სტანდარტულ "შავი ქვედა და თეთრი ზედა"

ნუ გაიხსენებთ. ზაფხულში ყურადღება გაამახვილეთ გრაფიკულ შავ-თეთრ პრინტებზე, განიერ ზოლებზე, უჯრედებზე და ყვავილოვან მოტივებზე.

ასევე მოდურია თეთრი მაქმანის კაბები, ქვედაბოლოები, ასევე ბლუზები და შარვლები.

image
სარეკლამო კამპანია DKNY; Salvatore-Ferragamo

1
160
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:maia
maia
160
  
2013, 18 ივნისი, 22:12
აი ამიტომ გადავირიე ესე მე ყვიტელ ფერზე:):):) გულმა მიგრძნო:) შემიყვარდა ეს ფერი უაზროდ და ვერაფერი ვერ ვიყიდე ყვითელი....კარგი სტატიაა,საინტერესო და ინფორმაციული
0 1 1