ტკბილეული ე.წ. "პეჩენია"-(ძალიან ადვილია) 2013, 17 ივნისი, 15:12 მასალა:4 კვერცხი
400გრ შაქარი
1 შეკვრა(250გრ)მარგარინი
1ჩაის კოვზი სოდა, ძმრით
2 სუფრის კოვზი თაფლი
1 შეკვრა ვანილი
ფქვილი რამდენსაც შეიზელს
მომზადება:4 კვერცხი, გამდნარი და გაცივებული მარგარინი, 400 გრამი შაქარი 2სუფრის კოვზი თაფლი, სოდა ძმრით, 1 შეკვრა ვანილი მოვზილოთ ფქვილთან. შემდეგ ცომის ეს მასა გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ სასურველი ფორმები! შემდეგ ცხიმ წასმულ ტაფაზე დავალაგოთ ისე რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს! გამოვაცხოთ ელექტრო-ქურაში 10-15 წუთი 200 გრადუს ცელსიუსზე. გაცივების შემდეგ მივირთვათ გემრიელად(კარგია არაჟანთან და მაწონთან) 5036 5-ს მოსწონს
|