x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135765
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510148
იბრძოლე ან გადექი!!!

imageიბრძოლე ან გადექი!!!

არ ვიცი რატომ
ვწერ ამ ყველაფერს, ხომ დარწმუნებული ვარ რომ არავინ მიაქცევს დიდ ყურადღებას და ბევრსაც
საერთო წაკითხვა დაეზარება, მაგრამ მინდა გამოვხატო ის გულისტკივილი და მწუხარება რაც

ჩემ გამოუწვრთნელ პატრიოტიზმს შეეყარა, ყოველ შემთხვევაში დარწმუნებბული იმაში მაინც
ვარ დარწმუნებული, რომ ამ სტატიით ბევრი ქართველის სათქმელს ვიტყვი და ბევრ ჩემს დღეში
მყოფსაც ვაგრძნობენებ რომ მარტო არაა...


დამწუხრებული
ვარ ქართველებო, დამწუხრებული და მეშინია უაზროდ არ გამიქრეს, ის სულისკვეთება, რომელიც მინდა რომ სამშობლოს მოვახმარო
და რომელსაც საფრთხეს ისევ ჩვენ, ქართველები ვუქმნით. დიდი გზა გამოვიარეთ მოგვიტანეს
წინაპრებმა დღემდე, სისხლი და ოფლი არ დაუშურებიათ და ახლა როცა ჩვენი დრო დადგა გაურკვევლობაში
ვართ, რა გვინდა ის ვერ გაგვირკვევია. ერთნი ამბობენ ჩვენს „ძმებთან“ ერთად უნდა გავაგრძელოთ
თანაარსებობაო, მეორენი ახალ თავგადასვალს ირჩევენ და ჯერათ რომ იქ არის ხსნა. ორივე
მხარე სუბიექტურად ფიქრობს რომ საქართველოთვის უკეთესი ისე იქნება როგორც ისინი ამბობენ,
სამწუხაროდ არ ითვალისწინებენ ისტორიულ გამოცდილებებსა და ფიასკოს შემთხვევებს ერთთან
ურთიერთობაში. მე არ ვამბობ რომ ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ვარდებითაა
მოფენილი და ისინი თაიგულებით ხელში დაგხვდებიან, თუმცა რომც დაგხვდნენ ალბათ გამიჭრდებოდა
დაჯერება მათი გულწრფელობისა, ხომ ვიცით რაც არის პოლიტიკა და ზოგადად ცხოვრება, თუ
რაიმეს ძალიან ადვილად აღწევ ჯერ უნდა გაჩერდე და დაფიქრდე იქნებ ეს ის არ არის რაც
შენ გინდა და გგონია, ხოლო როცა იბრძვი და ძალისხმევას არ იშურებ რაღაცის მისაღწევად
მაშინ ნათელია შენთვის ამ მიზნის როგორც ცუდი ისე დადებითი მხარე. ყველაზე სამწუხარო
ის არის, რომ ადმიანებმა რომლებმაც უნდა გაგვამხნევონ და გვაჩვენონ გზა თუ როგორ უნდა
ვიმოძრაოთ სწორი მიმართულებით, თვითონაც დაბნეულნი არიან და ადვილ, შეჩვეულ ჭირს ამჯობინებენ
ახლის შეცნობას. სწორედ ჩვენი მშობლების თაობაა
ასეთ დღეში, მართალია მათაც უნდა გავუგოთ, იმპერიის აპარატი კარგად მუშაობდა,
მაგრამ ჩვენ ხომ გამოვძვერით მისი კლანჭებისგან, მოგვეცა რეალობის აღმის შესაძლებლობა,
რატომ ვიხევთ უკან?! ნუთუ არ გვინდა რომ რეალურად ბოლომდე შევიღირსიოთ ეს თავისუფლება,
შევიღირსიოთ და შევუნარჩნოთ მომავალ თაობებს?! ვაი რომ გვინდა, მაგრამ ვერ გავრკვეულვართ,
ვიღაცვიღცეების ნალაყბობი გვიბნევს ტვინს. ნალაყბობი მეთქი რომ ვამბობ ემოციურობაში
ნუ ჩამომართმევთ, ერთი კვირის წინ გამოქვყნებული სტატია ვნახე სადაც ერთი რუსი ჩინოვნიკი
ისტორიაზე გადახედვას და დაფიქრებას გვირჩევს გაითვალისწინეთ თქვენი შეცდომებიო, მეორე
და უფრო უარესი ქართვევი ბიზნესმენის გახარება მესმის ახლახანს გადმოწეულ საზღვართან
დაკავშირებით, მალე სულ დაგვიპყრობს და საქონელს ადვილად შევიტანთ რუსეთის ბაზარზეო,
მესამე პუტინს თანამედროვეობის საუკეთესო პოლიტიკოსად და მისაბაძად მიიჩნევს, მეოთხე
ერეკლეს არჩევანზე ლაპარაკობს იმ ფაქტის უგულვებელყოფით რომ ტრაქტატის არსებობა საერთოდ
არსს მოკლებული იყო ვინაიდან მასში არსებული არცერთი ის პუნქტი არ შესრულებულა რომლისთვისაც
საქართველომ გადადგა ეს ნაბიჯი, ასე რომ გავაგრძელოთ ძალიან გრძელი სია გამოგვივა და
სწორედ ამ სიის სიდიდე მაშინებს, რომ კიდევ ერთხელ არ დავუშვათ შეცდომა რომლის გამოსწორების
შესაძლებლობა არავინ იცის მოგვეცემა თ არა. როგორც ივანე ჯავახიშვილმა თქვა ჩვენ ისტორიულად
ყოველთვის ვენდობოდით და მეგობრად მიგვაჩნდა
ერთმორწმუნე ქვეყანა და მას ვერ წარმოვიდგენდით
მტრად, თუმცა სწორედ ისინი გვიღებდნენ ბოლოს, განა ბიზანტია არ იყო ქართველ მეფეებს
სამარცხვინო კურაპალატის ტიტულით რომ „აჯილდოვებდა“?! თუ რუსეთმა არ გაძარცვა და არ
გააჩანაკა ქართული ეკლესიები?! ისე, როგორც არაბებსაც კი არ უცდიათ, განა რუსეთმა არ
მოიწადინა ქართული ენის ამოძირკვე?! თუმცა წინაპრების ძალისხმევით ვერ მოახერხა. რომელ
მეგობარზეა ლაპარაკი, მეგობარი მბრძანებლური ტონით არ გელაპარაკება და თითს არ გიქნევს,
მითუმეტეს გაჭირვებაში არ მიაგატოვებს (1785წ; 1795წ. . .). დროა თვალები გავახილოლოთ
მეგობრებო და ნუ შეგვეშინდება იმის რაც წინ გველის, უკან დაბრუნებაზე უარესი არ მეგულები
არაფერი, ყოველ შემთხვევაში თავაწეული მაინც ვივლით, ისე როგორც ქართველს შეგვშვენის
და თავჩაქინდრული მონად არ დავბრუნდებით. ვიბრძოლოთ მეგობრებო! ვიბრძოლოთ!! იმ დამფრთხალ
ნაწილს კი, რომელიც არც თუ ცოტა გამოგვერია ყურადღებას ნუ მივაქცევთ, სამწუხაროა, რომ
არ დგანან ქვეყნის ღირსების სადარაჯოზე და უფრო სამწუხაროა რომ გვერით გადგომაც კი
არ სურთ და ხელის შეშლასაც არ ერიდებიან მომავალი თაობისთვის, თუმცა ჩვენ ხომ იმპერიაში
არ ვართ გაზრდილები, ჩვენ შევიცანით ის თავისუფლებისა და ღრსების სიტკბო რომელსაც არასდიდებით
არ დავთმობთ და იქნებ ამ სიმტკიცემ ჩვენს ძმებსაც გაუხილოს თვალი.

1
10
2-ს მოსწონს
ავტორი:დავით33333
დავით33333
10
  
2013, 17 ივნისი, 10:14
ეჭვი მეპარება თვალები აეხილოთ... ერთერთ სოციალურ ქსელში გამოკითხვა ვნახე: - თანახმა ხართ თუ არა ავღანეთიდან ქართული ჯარის გამოყვანის-ო? 80% დადებითი პასუხი ქონდა დაფიქსირებლი. ის ხალხი რომელიც ახლა ვერ ხვდება, თუ რისთვის გაიგზავნა ჩვენი ქვეყნის ჯარისკაები იქ, მომდევნო 50 წელიც ვერ მიხვდება.
0 1 1