სხვა ანეკდოტები 2013, 17 ივნისი, 0:25 ![]() – კაპრალო, ხერხეულიძე, გამოდით მწყობრიდან! _ გასცა ბრძანება უფროსმა. კაპრალი უგონოდ ეცემა მიწაზე. – რა მოუვიდა? _ კითხულობს უფროსი. – მწყობრიდან გამოვიდა… - ეხლა კარგად მომისმინე, თუ არ გადამიხდი 100 000 დოლარს, ან შვილს მოგტაცებ, ან მანქანას დაგილეწავ, ან სახლს გადაგიწვავ… - ჯერ გადაწყვიტე რა გინდა და მერე დამირეკე რა. ღამის 4 საათზე მიხოს კარზე ბრახუნია.მიხო ნამძინარევი ხმით ეკითხება: –რომელი ხარ? –ჟან კლოდ ვან დამი! –ახლა გამოვალ და ოთხივეს დედებს გიტირებთო!–ყვირის მიხო. სვანები რესტორანში შევლენ და დაინახავენ თეფშები ერთმანეთზე ორ-ორად ალაგია, მიიხედ მოიხედავენ და ერთმანეთს კალთაში ჩაუჯდებიან. სვანი ჯარიდან ჩამოვიდა, მხარზე “მუხა" ჰკიდია. მამა ეკითხება: ეგ რა არის? ესა მამა “ მუხაა". რას აკეთებს ეგ “მუხა"? აი, ტუალეტს ხომ ხედავ, ეგა ვითომ ტანკია. გაუქანებს მუხას და ააფეთქებს ტუალეტს. გავა ხუთი წუთი, შვილი ეკითხება მამას: მამა დედა სად არის? ტანკში იჯდა შვილო. – დალევ? – არა, მანქანით ვარ. – სახლში დაგეტოვებინა და ისე მოსულიყავი?! – მეშინოდა, ქეიფი უჩემოდ არ დაგეწყოთ. 15 სექტემბერია. სკოლებში სწავლა დაიწყო. პირველკლასელებს მასწავლებელი უხსნის: – ბავშვებო, აქ სკოლაა. აქ არ შეიძლება ხმაური. თუ რამე გსურთ ან რაიმეს კითხვა გინდათ ხელი უნდა აიწიოთ… ამ დროს ერთმა მოსწავლემ ხელი აიწია. მასწავლებელი მზრუნვალედ შეეკითხა: – ბიჭუნა, გინდა რამე? -არა, არაფერი. უბრალოდ, ვამოწმებ სისტემა როგორ მუშაობს. 26 4-ს მოსწონს
|