x
პოლიტიკური ისლამის ხუთი პრინციპი

ისლამის ტრილოგია მოიცავს სამ წიგნს, ყურანს და კიდევ ორ წიგნს მუჰამედის ცხოვრების შესახებ. როცა ეს ტრილოგია შეინახა, კაეგორიებად დაიყო, გადაიწერა და ანალიზი გაკეთდა, აშკარა გახდა, რომ ისლამის საფუძველი არის ხუთი პრინციპი.
მთელი ისლამი დაფუძნებულია ტრილოგიაზე - ყურანი, სირა
(მუჰამედის ბიოგრაფია) და ჰადიჰ (მისი ტრადიციები).
თითქმის მთლიანი ისლამის დოქტრინა არის პოლიტიკური და
არა რელიგიური. ისლამი არის პოლიტიკური იდეოლოგია.
ისლამი ყოფს მსოფლიოს მუსლიმებად და ურწმუნოებად, კაფირებად.
პოლიტიკურ ისლამს ყოველთვის აქვს ორი სხვადასხვა გზა, თუ როგორ უნდა მოეპყრო კაფირებს, ურწმუნოებს, ეს არის დუალისტური ეთიკა. კაფირებს ან საშინლად უნდა მოეპყრო ყველაზე უარესი გზების გამოყენებით ან ითანამშრომლო მათთან, როგორც კარგ მეზობელთან.
ეს ხუთი პრინციპი შეგვიძლია ჩავტიოთ ხუთ სიტყვაში -ტრილოგია, პოლიტიკა, კაფირები, დუალიზმი და მორჩილება.
ისლამი ძნელია გასაგებად, რადგან რთული და წინააღმდეგობრივი ხასიათის ჩანს, მაგრამ როგორცკი დაინახავ, როგორ მუშაობს ეს ხუთი პრინციპი ყველაფერი ადგილზე დალაგდება, სირთულე გახდება სიმარტივე, ქაოსი გახდება წესრიგი.
ყველა CSPI წიგნი დაფუძნებულია ამ ხუთ პრინციპზე. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.

1. ტრილოგია : ყურანი, სირა და ჰადიჰ არის ისლამის საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ ესენი, რა თქმა უნდა, ქმნიან საფუძველს ისლამის ისტორიისა და იურისპრუდენციის მხრივ, ისინი მაინც არ წარმოადგენენ მთლიან ჯამს ისლამური წყაროებისას, ისლამური ისტორიის ადრეულ პერიოდშიც კი. ასევე არსებობს პოეზია, ისტორიული მწერლობა ადმინისტრაციული ნაშრომები და ადრეული იურიდიული ქცევის კანონები, ყველა მათგანი ერთად შეადგენს ისლამური წყაროების ძირითად ტექსტს. სირა და ჰადიჰ არის ყველაზე ფართოდ მიღებული მაგალითები, მაგრამ არა ერთადერთი, თუმცა მხოლოდ ისინია ნათარგმნი ინგლისურ ენაზე.

2. პოლიტიკური ისლამი

პოლიტიკური ისლამი არის დოქტრინა, რომელიც დაკავშირებულია ურწმუნოებთან, კაფირებთან. ისლამის ურთიერთობები კაფირებთან არ შეიძლება იყოს რელიგიური, რადგან მუსლიმს მკაცრად ეკრძალება რაიმე რელიგიური ურთიერთობის ქონა მათთან. ისლამის რელიგია მოითხოვს მუსლიმანისგან თავი აარიდოს ჯოჯოხეთს და შევიდეს სამოთხეში.
ტრილოგია არა მარტო მხარს უჭერს რელიგიურ უპირატესობას კაფირებზე - კაფირები მიდიან ჯოჯოხეთში, ხოლო მუსლიმანები სამოთხეში - არამედ მისი დოქტრინა ასევე მოითხოვს, რომ მუსლიმები უნდა აღემატებოდნენ კაფირებს პოლიტიკისა და კულტურის სფეროში.
ყურანის ტექსტის 61% მიძღვნილია კაფირებისთვის, სირას (მუჰამედის ბიოგრაფია) დაახლოებით 75% ტექსტის ასევე ეხება კაფირებსა და ჯიჰადს
ისლამის წარმატება მოდის, პირველ რიგში, მისი პოლიტიკური
ხასიათიდან. ცამეტი წლის განმავლობაში, როგორც სულიერმა ლიდერმა, მუჰამედმა მოაქცია 150 ადამიანი თავის რელიგიაზე, ხოლო როცა ის გახდა პოლიტიკური ლიდერი და მეომარი, ისლამის
ზრდამ იფეთქა და მუჰამედი გახდა არაბეთის მეფე 10 წლის განმავლობაში.
ისლამს აქვს ჩამოყალიბებული დოქტრინა როგორ უნდა მოეპყრან კაფირებს, რომელიც გვხვდება ტრილოგიაში.

3. კაფირი

ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ურწმუნოებს აქვთ რამდენიმე სახელი. ქრისტიანები და ებრაელები იწოდებიან „წიგნის ხალხებად“. სხვა რელიგიების წარმომადგენლებს მოიხსენიებენ, როგორც ათეისტებს, პოლითეისტებსა და წარმართებს. მაგრამ
ყურანში ყველა მათგანი მოხსენიებულია ერთი არაბული სიტყვით - კაფირი.
კაფირი ჩვეულებრივ ითარგმნება, როგორც ურწმუნო, მაგრამ ეს თარგმანი არასწორია. ურწმუნო არის ნეიტრალური სიტყვა. ყურანი საკმაოდ ნათლად გადმოსცემს ამ სიტყვის მნიშვნელობას- კაფირი. კაფირი არის ყველაზე დაბალი და ცუდი ფორმმა ცხოვრების. კაფირები შესაძლოა გაძარცვონ, მოკლან, აწამონ, დაამონონ, ჯვარს აცვან და ა.შ. საკვანძო საკითხი არის ის, რომ კაფირი არ არის მხოლოდ არამუსლიმანი, არამედ ის შეიძლება იყოს ადამიანი,
რომელიც არ მიყვება სათანადოდ მულულმანურ წეს-ჩვეულებებს.

4. დუალიზმი

მეოთხე პრინციპი არის დუალიზი და ის არის უნიკალური
ისლამისთვის. მაგალითისთვის მოვიყვანოთ სტროფი ყურანიდან:
109:2 მე არ ვცემ თაყვანს იმას, რასაც თქვენ სცემთ თაყვანს
და თქვენ არ სცემთ თაყვანს იმას, რასაც მე. მე არასოდეს გავაღმერთებ იმას რასაც შენ და შენ არასოდეს გააღმერთებ იმას, რასაც მე თაყვანს ვცემ. შენ შენი რელიგიისკენ, მე - ჩემი.
ეს ძალიან ტოლერანტულად ჟღერს, თუმცა მოგვიანებით დაიწერა შემდეგი ვერსია:
9:5 როცა წმინდა თვეები გაივლის, მოკალი კაფირი, სადაც კი იპოვი. ჩაიგდეთ ისინი ტყვედ, ალყა შემოარტყით მათ, ყველა მხრიდან იყავით ჩასაფრებულები. თუ ისინი დაემორჩილებიან ისლამს, შეასრულებენ ლოცვებს და გადაიხდიან გადასახადებს მერე მიეცით მათ უფლება, სადაც უნდა წავიდნენ. ალაჰი არის გულითადი და მოწყალე.
ამჯერად ჩვენ გვაქვს აბსოლიტური შეუწყნარებლობა. ეს წინააღმდეგობრიობა ნორმალურია ყურანისთვის. წინააღმდეგობრიობიდან გამოსავალი არის ის, რომ მივიჩნიოთ მეორე ვერსია გაუმჯობესებულად ვიდრე პირველი.
ლოგიკა აქ ძალიან მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ ალაჰი არის სრულყოფილი და მისი სიტყვა არის ზუსტი, მაშინ ორივე ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ჭეშმარიტია, მაგრამ საბოლოო ვერსია უკეთესი ან უფრო ძლიერია. ეს იწვევს დუალისტურ ლოგიკას, სადაც ორი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტი შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

5. მორჩილება.

ისლამი გულისხმობს მორჩილებას და მუსლინი ნიშნავს მას, ვინც ემორჩილება. ტრილოგიაში ნათლად ჩამოყალიბებულია, რომ ყველა კაფირი და მათი ცივილიზაცია უნდა განადგურდეს. მუჰამედის წარმატება დამოკიდებულია ძალადობაზე, დაარწმუნოს კაფირები, რომ ის იყო ალაჰის წინასწარმეტყველი.
მორჩილება არის პოლიტიკური, ისევე როგორც რელიგიური.
ისლამი მოითხოვს, რომ კაფირები დამორჩილებულები იყვნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში. კაფირების კულტურის ყველა ნაწილი შეურაცხმყოფელია ალაჰისთვის.

0
399
6-ს მოსწონს
ავტორი:მელანო დადალაური
მელანო დადალაური
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0