x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139026
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
როგორ ვუმკურნალოთ კბილებს სტაფილოს წვენით

imageხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო თვისებებზე უკვე კარგა ხანია, იცის ადამიანმა. გაზაფხულზე წვენების მიღება კი, უბრალოდ, აუცილებელია. ხილის წვენი წმენდს ორგანიზმს, გამოაქვს შხამები და წიდები, ავსებს აუცილებელი ნივთიერეებით, კერძოდ კი ამინომჟავებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც გაზაფხულის დადგომასთან ერთად აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ხილისა და ბოსტნეუის ახალგამოწურული წვენია სასარგებლო. წვენი აუცილებლად უზმოზე დალიეთ, რადგან ამ დროს ის უფრო სწრაფად და აქტიურად მოქმედებს. ვაშლის წვენი მდიდარია რკინით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და ააქტიურებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს; ჭარხლის წვენი ყველაზე სასარგებლოა სისხლის წითელი ბურთულების წარმოსაქმნელად და აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, წმენდს ღვიძლს, თირკმლებს და ნაღვლის ბუშტს. გაითვალისწინეთ რომ ჭარხლის წვენი უნდა მიირთვათ დღის განმავლობაში მხოლოდ ნახევარი ჭიქა და ყლუპ-ყლუპად. სტაფილოს წვენი აუმჯობესებს მხედველობას, კბლების სტრუქტურას, შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს. კარგია მისი დალევა ანემიის დროს. კიტრის წვენი კარგი შარდმდენი საშუალებაა. შეიცავს კალიუმის დიდ რაოდენობას, რიც გამოც სასარგებლოა ჰიპერტონიის დროს. აჩერებს თმის ცვენას და აუმჯობესებს მეხსიერებას. კარტოფილის წვენი შველის კუჭის დაავადებებს, დააკვირდით თუ რომელიმე კერძის ჭამის შემდეგ კუჭის არეში ტკივილს ან სიმძიმეს იგრძნობთ, დალიეთ უმი კარტოფილის წვენი და პრობლემა ამით მოიხსნება. ნიახურის წვენი ხსნის ანთებას წმენდს სისხლს, ეხმარება ორგანიზმს კანის დაავადებების საკურნალოდ. კარგია მისი წვენის მიღება ნაღვლის ბუშტის ანთების დროსაც.

1
1069
8-ს მოსწონს
ავტორი:zuginio
zuginio
Mediator image
1069
  
0 1 1