x
image
ბუბუ007
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალების ტოპ ათეული წარსულსა და აწმყოში
რეიტინგი, რომელიც გამოქვეყნდა მსოფლიოს ულამაზესი ქალების წარსულსა და აწმყოში, დაფუძნებულია ამ ქალბატონების მიმართ, მომხიბვლელობით და მრავალწლიანი თაყვანისცემით, შერჩევის შედეგად მივიღეთ ულამაზესი მსახიობთა, მოდელთა, მუსიკოსთა და ბიზნეს ქალბატონთა შესანიშნავი ტოპ ათეული.

რეიტინგში წარმოდგენილია მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების ულამაზესი ქალბატონები, ყველა რეიტინგს ჰყავს რამოდენიმე სკეპტიკოსი ამის გათავალისწინებით თქვენ შეგიძლიათ კომენტარი დატოვოთ თუ თქვენი აზრით ვინ იმსახურებდა ამ სიაში ყოფნას....


10)სკარლეტ იოჰანსონი დაიბადა 1984 წლის 22 ნოემბერს, — ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი. მან პოპულარობა 1998 წლის ფილმით The Hourse Whisperer და ამას მოყოლებული კრიტიკოსების ქება დაიმსახურა როლებისთვის ფილმებში Ghost World (აჩრდილების სამყარო), თარგმანში დაკარგულები, Girl wirh Pearl Earring (გოგონა მარგალიტის საყურით) და The Bleack Dahlia (შავი გეორგინი). ორმა მათგანმა 2003 წელს ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ნომინაციაც მოუტანა მსახიობს.


image



9)ჰედი ევა მარია კისლერი დაიბადა ვენაში, ავსტრია, ბანკირის ოჯახში.ჰედი იყო ძალიან მშვიდი გოგონა, რომელიც ბავშვობიდან კინო მსახიობობით იყო მოხიბლული.მოზარდობისას, მან დატოვა სკოლა და წავიდა სამსახიობოში, რომელსაც სურდა გამხდარიყო პოპულარული მსახიობი....

მისი პირველი როლი იყო გერმანულ ფილმში “ფული ქუჩაში" 1930 წელს.მაშნვე ჰედი ლამარმა დაიპყრო მაყურებელთა გულები და სტუდია «MGM»-ის დამფუძნებელმა ლუი მაიერმა ხელშეკრულება გაუფორმა ნიჭიერ მსახიობს..


image


8)პრიანკა ჩოპრა ნდოელი მსახიობი და მოდელი დაიბადა 1982 წლის 18 ივლისს ქალაქ ჟამშეტპურში.ჩოპრას მშობლები გახლდათ სამხედრო ექიმები და ამის გამო ხშირად უწევდათ სხვადასხვა ქვეყნებში გადასვლა.პრიანკა დაავადებული იყო ასტმით, მშობლები მას მოფერებით “მიმის" ეძახდნენ.

2000წელს მან მიიღო მონაწილეობა 18 წლის ასაკში ინდოეთის სილამაზის კონკურსში, რომელიც გახდა ვიცე მისი, იმავე წელს მოიგო მის მსოფლიოს ტიტული.

2002 წლიდან დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა, ასევე აქტიურად მონაწილეობას იღებდა საქველმოქმედო ღონისძიებებში..image


7)ჯინ სიმონსი ბრიტანელი მსახიობი, დაიბადა 1929 წლის 31 იანვარს კრაუჩ-ენდში, ლონდონი.14 წლის ასაკში ის შენიშნეს და მისცეს პირველი როლი მარგარეტ ლოკვუდის.

ჯინ სიმონს ნათამაში აქვს შემდეგ ფილმებში “ბიჭები და თოჯინები"(1955წელი), “სპარტაკი"(1963წელი), “ბედნიერი დასასრული"(1969 წელი), რომელიც წარდგენილი იქნა ოსკარზე.ის ასევე მკურნალობდა ალკოჰოლზე.2010წლის 22იანვარს გარდაიცვალა საკუთარ სახლში 80 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი.image


6)მეგან დენიზ ფოქსი დაიბადა.1986 წლის 16 მაისს, როკვუდი, ტენესი, აშშ — ამერიკელი მსახიობი და მოდელია, მეგანს აქვს ირლანდიური, იტალიური და ფრანგული ფესვები.მან სახელი გაითქვა ფილმ ტრანსფორმერების შემდეგ, სადაც ასრულებდა მიკაილას როლს. მეგანი 5 წლიდან დადიოდა ცეკვებზე და სამსახიობო წრეზე, 13 წლის ასაკში მოდელობას მიჰყო ხელი და რამდენიმე კონკურსზე გამარჯვებაც მოიპოვა, მისი დებიუტი შედგა ახალგაზრდულ ფილმში Holiday in the Sun ” (2001) სადაც ითამაშა მერი-ქეით და ეშლი ოლსენებთან ერთად, შემდეგ იყო კვლავ ახალგაზრდული ფილმი ”Confessions of a Teenage Drama Queen” ლინდსი ლოჰანთან ერთად.

image


5)მერლინ მონრო დაბადების სახელი: ნორმა ჯინ მორტენსონი, (დაიბადა1926 1 ივნისს– გარდაიცვალა 1962წლის 5 აგვისტოს) იყო ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ჰოლივუდის ერთგვარი „ხატი“, კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო.
ის იყო ცნობილი თავისი კომედიური ხასიათის როლებითა და ეკრანებზე ხშირი გამოჩენით. მონრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი 1950-იანი და ადრეული 1960-იანი წლებისა.



image


4)ანჯელინა ჯოლი ვოიტი დაიბადა 1975წლის 4 ივნისს, — ამერიკელი კინომსახიობი. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი.ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი.



image


3)გრეის პატრიშია კელი დაიბადა 1929 წლის 12 ნოემბერს, — გარდაიცვალა 1982 წლის 14 სექტემბერს— ამერიკელი მსახიობი, კინოაკადემიის "ოსკარის" ლაურეატი, 1956 წლიდან მონაკოს ტახტის მემკვიდრის რენე III-ის მეუღლე, ამჟამად მმართველი ალბერტ II-ის დედა.


image


2)ელიზაბეთ ტეილორი დაიბადა 1932 წლის 27 თებერვალს, ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი. ტეილორი ორჯერ დაჯილდოვდა ამერიკის კინოაკადემიის ოსკარით ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ის იყო პირველი მსახიობი ქალი, რომლის ჰონორარი მილიონობით დოლარს აჭარბებდა.გარდაიცვალა 2011 წლის 23 მარტს, ლოს-ანჯელესში გულის უკმარისობით

image


1)ინგრიდ ბერგმანი დაიბადა 1915წლის 29 აგვისტოს — შვედი მსახიობი, XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კინოვარსკვლავი; ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის ორგზის ლაურეატი, ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი.

უნიჭირესი და ულამაზესი მსახიობის გრდაცვალების მიზეზი გახლდათ მკერდის კიბო, რომელიც მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 1982 წლის 29 აგვისტოს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.


image














0
152
9-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0