x
მეტი
  • 29.12.2024
  • სტატია:139099
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512627
"დასაკეცი" მანქანა უფრო სწორედ ელექტრომობილი

imageპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ პატარა ავტომობილში ორი ადამიანი თავისუფლად ეტევა. ინტერიერში მოსახვედრად კი მხოლოდ ერთი კარია, რომელიც წინიდან ზევით იხსნება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საჭიროების დროს, მანქანის უკანა ნაწილი იკეცება, რა დროსაც, "ჰირიკოს" სიმაღლე ემატება. სამაგიეროდ, ასეთ მდგომარეობაში, სადგომზე მცირე ადგილიც ჰყოფნის. სალონში ვერ ნახავთ საჭეს - "ჰირიკო" ჯოისტიკით იმართება.
პროექტის ინიციატორები პირველ ეტაპზე, 20 ცალ "ჰირიკოს", ბასკურ ქალაქ ვიტორია-ხასტეისში დაამზადებენ. ამ ავტომობილების ტესტირების სურვილი მსოფლიოს რამდენიმე დიდმა ქალაქმა გამოთქვა. მათ შორის, ბერლინმა, ბარსელონამ და სან ფრანცისკომ. ჯუჯა ელექტრომობილების ტესტირებაში მონაწილეობა გალაპაგოსის კუნძულებზეც სურთ. თუმცა, პირველი ამ პატარა მანქანას (სამ ცალს) მალმიო მიიღებს. საერთოდ კი, პროექტი ითვალისწინებს ამ ავტომობილების იმ ქალაქებში აწყობას, სადაც მათს ექსპლუატაციას მოისურვებენ.


სახელმა არ მოგატყუოთ - ის იაპონურად კი ჟღერს, მაგრამ ამომავალი მზის ქვეყანასთან საერთო არაფერი აქვს. კონცეპტუალური ელექტრომობილი, ბასკეთის რეგიონის რამდენიმე კომპანიის მიერ შექმნილმა კონსორციუმმა დაამზადა, პროექტი კი ესპანეთის მთავრობამ დააფინანსა. სამუშაოებს "დაიმლერის" ყოფილი ინჟინერი, არმანდო გასპარი ხელმძღვანელობდა. პროექტში ასევე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტები მონაწილეობნენ. ავტომობილის შემუშავებისას, ფრანგული ტექნოლოგიები გამოიყენეს, შემუშავების პროცესში კი შვედეთის ქალაქ მალმიოში მცხოვრები ერაყელი ლტოლვილები იყვნენ დაკავებული.


სახელი "ჰირიკო" სწორედ ბასკური ენიდან მოდის და ის საქალაქოს ნიშნავს. ავტომობილი სრულამძრავიანია - მას ოთხი პატარა ელექტრომოტორი ამოძრავებს, რომლებიც ბორბლებშია ინტეგრირებული. პრეზენტაციაზე არაფერი თქმულა ძრავების და აკუმულატორების მახასიათებლებზე. სამაგიეროდ ცნობილია, რომ "ჰირიკოს" სვლის სიშორე 120 კილომეტრია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 65 კმ/სთ-ს აღწევს.

როგორც კი "ჰირიკოს" საპილოტო-სატესტო პროგრამა დასრულდება, მისი წარმოებაც მაშინვე დაიწყება. პროექტის მიხედვით, ავტომობილის საბაზო ღირებულება 12 500 ევრო უნდა იყოს.

წყარო/Source: http://geo.ambebi.ge/teqnologiebi/47363-qhirikoq-dasakeci-eleqtromobili.html#ixzz1tAq2D61M

0
43
2-ს მოსწონს
ავტორი:gionare
gionare
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0