ფეხბურთი ჩემპიონთა ლიგის თასთან ერთად ეძინა ფრენკ რიბერის 2013, 14 ივნისი, 15:39 ფრენკ რიბერი ბუნდესლიგის 50-ე საიუბილეო გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რადგან ფრანგი 2012-2013 წლების სეზონის უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ.ამის გამო ექსპერტებს თამამად მიაჩნიათ, რომ 30 წლის შემტევი ნახევარმცველი "ოქროს ბურთის" მიღების მთავარი კანდიდატია. რიბერიმ მართლაც ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა "ბაიერნთან" ერთად და ჰეთრიკიც შეასრულა ბუნდესლიგას და ჩემპიონთა ლიგას ცოტახნის წინ გერმანიის თასიც მიაყოლა. -იმ ღამეს თქვენ ლიგის თასთან ერთად დაიძინეთ. მეუღლეს თუ მოეწონა ეს აზრი? -თავიდან დიდად არა, ხომ არ გაგიჟებულხარო, მაგრამ მერე გავხალისდით და სურათებიც გადავიღეთ, მაგრამ ამას ვერავის გაჩვენებთ.ეს თასი იმის დასტურია, რომ მართლა დიდი ფეხბურთელი ვარ და დიდ გუნდში ვთამაშობ. -მათიას ზამერთან ნიძლავი გაქვთ დადებული, რომ ლიგის მოგების შემთხვევაში, მასთან აზიდვების დუელს გამართავდით.როდის იქნება ეს დაპირისპირება? -თარიღი თვითონ თქვას, მეყოველთვის მზად ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ. 11 4-ს მოსწონს
|