x
image
K.P.
ნუკა გვალია ცხოვრებაში ყველაზე რთულ პერიოდზე, საკუთარ თინეიჯერობაზე გვიამბობს
imageნუკა გვალია საქართველომ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" წყალობით გაიცნო.ის მომღერალ ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია. ერთი შეხედვით ეს უწყინარი გოგონა თურმე საკმაოდ დეპრესიული მოზარდი გახლდათ და ბევრი უცნაურობაც ახასიათებდა. "მძიმე პერიოდი თინეიჯერობის ასაკში მქონდა და ამის გამო დღემდე ვწუხვარ, დედაჩემს ბოდიშს ვუხდი. დეპრესიული ვიყავი. ჩემთვის ვიყავი სახლში ჩაკეტილი და ერთგულ მეგობრებსაც არ ვიკარებდი. ჩავაქრობდი შუქს და ვიჯექი სიბნელეში. თუ ვინმე მკაცრად დამელაპარაკებოდა, უფრო მეტი აგრესია მოდიოდა ჩემგან. ეკა ძალიან ნერვიულობდა, გზას არ ავცდენოდი და რამე არ დამმართნოდა. არც ცუდი სამეგობრო მყოლია და არც სატანურ რიტუალებზე მივლია.

image

შავების ჩაცმა, სასაფლაოებზე გადაღებული სურათების ნახვა მომწონდა. მკვდრია იმიჯი მქონდა-თეთრი კანი, ჩაშავებული თვალები, შავი ფრჩხილები. რა მაგარია სიკვდილი-მეთქი ვფიქრობდი"-გვიამბობს ნუკა. ეკა წლების მანძილზე დადიოდა ეკლესიაში, ქალიშვილისთვის ლოცულობდა, მოძღვარს რჩევას ეკითხებოდა, ყველანაირად ცდილობდა ქალიშვილთან კონტაქტში შესულიყო. ნუკამ დეპრესია დაძლია და ამაში ქმარი, ნიკა კობახიძე დაეხმარა. ნუკა წელიწადზე მეტია რაც დაოჯახდა, საკმაოდ კარგი დიასახლისი გახლავთ. სკოლის გარდა არსად არ უსწავლია, ჩვეწულებრივ სამსახურში მუშაობა არც კი წარმოუდგენია. ნუკა ორსულად გახლავთ. შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და მოწევასაც თავი დაანება. ის ორი კვირის ფეხმძიმეა, ნაყოფი კი 4 მმ-ია, გვამცნო მომღერალმა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდის წყალობით. ვუსურვოთ მას წარმატებები და ბედნიერი მომავა

ლი... imageimage








imageimageimageimage

2
623
11-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
623
  
2013, 14 ივნისი, 23:55
ულამზესიაააა დედას გავს გაუმჯობესეებული ხარისხით დ დ დ
2013, 14 ივნისი, 14:14
როგორ მომწონს ეს გოგო *––*
0 1 2