კულტურა ყველაზე ჭკვიანი ვარსკვლავები 2013, 13 ივნისი, 13:28 საერთაშორისო ორგანიზაცაი Mensa-მ, რომელიც ადამიანთა ინტელექტს სწავლობს, დაასახელა მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი სელებრითები. იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციის სიაში მოხვედრილიყვნენ, ვარსკვლავებს უნარ-ჩვევებში უნდა დაეგროვებინათ მინიმუმ 139 ქულა.
მადონამ დაამტკიცა, რომ ის არა მხოლოდ პოპ-მუსიკის დედოფალია, არამედ ძალიან განათლებული ქალიც არის. მომღერლის IQ-მ შეადგინა 139 ქულა.
140 ქულით, სიაში მოხვდა შაკირა, რომელმაც მადონას აჯობა სულ რაღაც ერთი ქულით. ძალიან საინტერესოა, მაგრამ შაკირას ინტელექტით გაუსწრო, ჰოლივუდის ამომავალმა ვარსკვლავმა, ნოლან გულდმა. პატარა მსახიობი, რომელმაც 150 ქულა დააგროვა, ცნობილი არის ფილმიდან "მეგობრული სექსი". ორიგინალურმა რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ, მნიშვნელოვნად გაუსწრო სხვებს და ოსკაროსანმა მსახიობმა 160 ქულა დააგროვა უნარ-ჩვევებში. ტარანტინოს ქულებით არ ჩამორჩა სკანდინავიელი მსახიობი დოლფ ლუნდგრენი. ყველაზე ჭკვიან მსახიობად და ინტელექტუალად კი აღიარეს ამერიკელი მსახიობი ჯეიმს ვუდი. მან რეკორდული 180 ქულა დააგროვა 276 6-ს მოსწონს
|