ქვემოთ შემოგთავაზებთ ბალზაკის "შაგრენის ტყავიდან" ამოღებულ
ციტატებს, ციტატებს რომლებმაც ჩემი ყურადღება მიიქცია..შემეძლო შინაარსი
დამეწერა ამ წიგნის თუმცა მგონია, რომ უფრო კარგი იქნება თუ თავად
წაიკითხავთ.ძალიან საინტერესო წიგნია და ყველას გირჩევთ ჩაუჯდეთ და
გარკვევით
წაიკითხოთ ყოველი გვერდი.მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თეო მეტრეველს,
რომელმაც მირჩია წამეკითხა ეს წიგნი.გიორგი გოგოლაძე
– ____1.ქალები რაღაც სულელური თვისების გამო ნიჭიერ ადამიანში მხოლოდ ნაკლს ხედავენ, ხოლო უგუნურში მხოლოდ ღირსებას.
– _____2.უდარდელათ ოქროს ვესვრით მოცეკვავე ქალს და ვევაჭრებით მუშას, რომლის დამშეული ოჯახი ბეჩავი გასამრჯელოს მიღებას ელის.
– _____3.თუ სიყვარული დიდხანს პლატონური დარჩა, იგი გამაკოტრებელი ხდება.
– _____4.როცა ქალს არავინ უყვარს, იგი კეკლუცობს.
– _____5.სიყვარული გულუბრყვილო ნაკადულია, რომელიც მოდის, ყვავილებისა და კენჭების სარეცელზე
– _____6.მომავალი ყველაზე მნიშვნელოვანი და ურყევი კაპიტალია დედამიწის ზურგზე.
– _____7.ხშირად შეხვდებით დევივით ახოვან ადამიანებს, რომელთაც ბრინჯაოს მკერდში ნაზი და მგრძნობიარე გული უცემთ.
– _____8.ადამიანი სავსებით უბედური არაა, როცა ცრუმორწმუნეა;ცრუმორწმუნეობა ხშირად იმედებს აღვიძებს.
– _____9.ადამიანის სული ფერიაა, იგი ნამჯას
ალმასად აქცევს, მისი ჯადოსნური ჯოხის ძალით გრძნეული პალატები
იზრდება, როგორც მინდვრის ყვავილები მზის თბილ სხივებში.
– _____10.ქალი საფრთხეს მოელის, რომ
შეარცხვენენ, როცა იგი წარმოიდგენს ამა თუ იმ მამაკაცს ვუყვარვარო, და
წინდაწინვე უარს ამბობს გრძნობაზე, რომელიც სანუკვარია მისთვის.
– _____11.უმჯობესია ადამიანი მკვდარი იყოს, ვიდრე უბედური.
– _____12.იქ, სადაც სიღატაკე მეფობს, აღარ არს არც სირცხვილი, არც დანაშაული, არც სათნოება, არც ჭკუა.
– _____13.უვნებო და უფულო ადამიანი თავისი
თავის ბატონია, მაგრამ უბედური მიჯნური არც თავის თავს ეკუთვნის, არც
ცხოვრებას ემშვიდობება ადვილად.
– _____14.განა, ხშირად გული არ უარყოფს პირით წარმოთქმულ ტყუილს?!
– _____15.სამშობლი ჭირვეული და სათნო ცოლია.
– _____16.როცა ადამიანს ჰგონია, სრულყოფას მივაღწიეო სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ნივთები გადაუადგილებია.
– _____17.ადამიანი ჯამბაზია, რომელიც თოკზე ცეკვავს უფსკრულის პირას.
– _____18.ადამიანი ირყვნება გონების ვარჯიშით და იწმინდება უმეცრობის წყალობით.