x
მეტი
  • 20.08.2024
  • სტატია:136591
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510869
ცნობილი მოდელები საცურაო კოსტუმებში-საუკეთესო სარეკლამო კამპანიები
წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მაღაზიებში მხოლოდ ორი სახის საცურაო კოსტუმი იყიდებოდა-ბიკინი სტანდარტული შესაკრავებით და მთლიანი, დახურული საცურაო კოსტუმი.

ზაფხულის სეზონზე ბევრი ცნობილი მოდური ბრენდი დიდ ყურადღებას უთმობს საზღვაო გარდერობის მთავარი ნივთის დიზაინს.

საცურაო კოსტუმი აღარ არის მხოლოდ ცურვისთვის გამოსადეგი ატრიბუტი, ის გადაიქცა ორიგინალური დიზაინის დამატებით აქსესუარად, რომლის მეშვეობითაც ზღვის სანაპიროზე ისევე გამორჩეული იქნებით, როგორც მოდურ ღონისძიებაზე.


დახურული საცურაო კოსტუმები ადრე ითვლებოდა მხოლოდ ნაკლებად მოხდენილი სხეულის მქონე ქალბატონებისთვის შესაფერის ვარიანტად.
თუმცა მიმდინარე სეზონზე ასეთი კოსტუმები მეტად პოპულარულია და საკმაოდ სექსუალური შეიძლება იყოს. მოდელმა ერინ ჰიტერტონმა წარმოადგინა Victoria’s Secret-ის დახურული სტილის საცურაო კოსტუმი.


image


სრულად დახურული ვარიანტების გარდა მოდურმა ბრენდებმა წარმოადგინეს განსხვავებული მოდელები ნაირგვარი
ჭრილებით. მაგ. შავი ფერის ანიმალისტური ნახატებით

გაფორმებული მოდელი მოირგო კენდის სვეინპოულმა Victoria’s Secret-ის სარეკლამო კატალოგში.

image

ალესანდრა ამბროსიოს მოდელი იმ ქალბატონებისთვისაა,

რომლებსაც მუცლის გამოჩენა არ სურთ.

image


წლევანდელ სეზონზე ცნობილ ქალბატონებში მეტად პოპულარული გახდა მოდელი-"ტოპი" შესაკრავის გარეშე. ასეთ საცურაო კოსტუმში გარუჯვა მეტად მოსახერხებელია, ის მეტად ეფექტურად გამოიყურება, თუმცა ფუმფულა ფორმების მქონე ქალბატონებმა უფრო ტრადიციული ვარიანტი უნდა აირჩიონ, რადგან მოდელს არ აქვს მკერდის "დამჭერი".

Victoria’s Secret -ის მოდელმა ბეჰატი პრისლუმ H&M-ის სარეკლამო კამპანიაში წარმოადგინა ასეთი საცურაო კოსტუმი-მწვანე ტრუსები და ზედა გაწყობილი იყო საინტერესო ლითონის დეტალით.

image


მოდელმა ემილი დიდონატომ წარმოადგინა H&M-ის კიდევ ერთი ორიგინალური ვარიანტი თეთრ ფერში ყელზე მოხვეული, მძივებით გაფორმებული ზედა ნაწილით.

image


ვისაც საკუთარი სექსუალურობის წარმოჩენა უნდა, ბრენდი Beach Bunny სთავაზობს მაქმანებით, ბრჭყვიალებით გაფორმებულ საცურაო კოსტუმებს. ბრენდის სარეკლამო სახემ ირინა შეიკმა სწორედ ასეთი მოდელი წარმოადგინა.

image


ასევე პოპულარული ვარიანტია ლურჯ-ზოლებიანი საცურაო კოსტუმი, რომელიც ქეით აპტონმა მოირგო.

image


მოდური ბრენდის Penti-ის საცურაო კოსტუმები წარმოადგინა ირინა აგდალმა, რომელიც ორი განსხვავებული ნაწილისგან შედგება. შეგიძლიათ მრავალფეროვანი, ორიგინალური ვარიანტი მოიფიქროთ.

ასევე აქტუალურია ორი სრულიად საპირისპირო ტენდენციის შეხამება: ერთფეროვანის ან კაშკაშა ნახატის-ტროპიკული, ანიმალისტური, ასევე ლეოპარდის პრინტის და ყვავილების.

image

ადრიანა ლიმა


image

ირინა აგდალი

0
158
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0