x
მეტი
  • 07.11.2024
  • სტატია:138111
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511845
საქმრომ სახეზე მჟავა შეასხა !!!
imageდიდ ბრიტანეტში ცხოვრობს ერთი ახალგაზრდა გოგონა, 25 წლის, რომელსაც ჰქონდა არნახული კარიერა. ის იყო ცნობილი წამყვანი და მოდელი. ამ ყველაფერს მან საკუთარი ენითაუღწერელი სილამაზით მიაღწია, მაგრამ ერთ დღეს მან ეს ყველაფერი დაკარგა. უფროსწორად წაართვეს. ამ გოგონას სახელია ქეითი ფაიფერი.


მისმა შეყვარებულმა დაშორება ვერ გადაიტანა და მას სახეში მჟავა შეასხა, რის შედეგადაც გოგონას მთელი სახე და ყელი დაეწვა. მან 100-ზე მეტი ოპერაცია გაიკეთა 3 წლის განმავლობაში, უამრავი სარეაბილიტაციო კურსი გაიარა, რის შემდეგაც ნაწილობრივ დაიბრუნა ადამიანისათვის დამახასიათებელი ნაკვთები სახეზე. თუმცა მიუხედავად ასეთი რაოდენობის ოპერაციებისა და სარეაბილიტაციო კურსების, რომლებიც დღესაც გრძელდება, ქეითის მარცხენა თვალზე დაემართა სრული სიბრმავე, რის გამოსწორებასაც უკვე მრავალი წელია ცდილობს.


ამ ყველაფრის შემდეგ ქეითი სულიერად არ დაეცა და გააკეთა ახალი გადაცემა, რომელიც გადის TLC-ის არხზე და ეხმარება მასსავით დაზარალებულ და ფიზიკური ნაკლის მქონდე ადამიანებს. მან გახსნა კომპანია, სადაც მუშაობს უამრავი ადამიანი და ეხმარება ასეთ პიროვნებებს. გთავაზობთ რამდენიმე სურათს.


სულ ბოლოში შეგიძლიათ იხილოთ იმ არადამიანის ფოტო, რომელიც ოდესღაც ქეითის შეყვარებული იყო და ფაქტიურად სასიკვდილოდ გაწირა საწყალი გოგონა.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
image



image ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა ეს საშინელება და რომელსაც სასამართლომ მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა რამდენიმე წლით.


14
1276
6-ს მოსწონს
ავტორი:sunshine
sunshine
1276
  
2013, 24 ივნისი, 15:27
პლასტიკურმა ქირურგიამ მეტი ვერ შესძლო ამ დროში?!
2013, 24 ივნისი, 15:26
ეს როგორ იყო მისი შეყვარებული??????????
2013, 20 ივნისი, 11:21
რამდენიმე წლის სასჯელის ნაცვლად ჩემი აზრით, ამ გოგონამ უნდა შეასხას მას სახეში მჟავა და მიხვთება რაც ამ გოგონას გაუკეთა. რაც შენთვის არ გინდა ის სხვასაც არ უნდა გაუკეთო.მაგრამ ეს ადამიანი მაგას ვერ ხვდება რომ ასეთი გოგო გაწირა.
2013, 19 ივნისი, 11:29
გეთანხმებით მეც. გამოვა და შსექმნის ოჯახს, იქნება თავისთვის ნორმალურად და ეს საწყალი გოგო კიდე სიცოცხლის ბოლომდე ამ იარით ივლის.
2013, 19 ივნისი, 10:15
ეს სასამართლოც მაგარია რა. რამდენიმე წელიიი?? რამდენიმე წელი კიარა უნდა დასაჯონ სიკვდილით ან სულაც სამუდამოდოდ ჩასვან ციხეში. ის გამოვა ციხიდან დაავიწყდება ეს ყველაფერი რაც ამ გოგოს გაუკეთა და შემდეგ უფრო უარესს გაუკეთებსს სხვას
2013, 18 ივნისი, 16:03
საშინელებაა,საცოდაობაა
2013, 18 ივნისი, 13:46
ვაიმე როგორ შემეცოდააა,ასეთი დამპალი სულის პატრონი როგორ უნდა იყო რო ადამიანს ასეთი რაღაც გაუკეთო!!!რამდენიმე წელს მოიხდის გამოეთრევა და ისევ იგივეს გაუკეთებს ვინმეს!ეგეთი უნდა ამოალპო ციხეში
2013, 18 ივნისი, 13:09
საწყალი გოგოო რა ლამაზი ყოფილააა:((((
2013, 18 ივნისი, 0:26
კარგად არ მოგისმენია ალბათ :) საქმრომ დაგეგმა ეგ და ძმაკაცს სთხოვა შესხმა. დაურეკა ამ გოგონას მაგ საქმრომ და ერთხელ კიდე შევხდეთო და ეს წავიდა შესახვედრად, სადაც ელოდებოდნენ ეგ ბიჭი და მისი ძმაკაცი და საქმროს ძმაკაცმა შეასხა ბოლოს. იუტუბზეც შეგიძლია მოიძიო ეს ინფრომაცია. სხვათაშორის ეგ პირველი შემთხვევა არ ყოპილა მაგბიჭისთვის. ადრეც იყო რაღაც მსგავსში ეჭვმიტანილი.
2013, 17 ივნისი, 19:20
მე ვუყურებდი ამ გოგოს გადაცემას TLC-ზე და იქ ამბობდა,რომ უცნობმა შეასხა მჟავა ქუჩაში... საქმროს შესახებ მე არ გამიგია :XX
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10