x
მეტი
  • 26.07.2024
  • სტატია:136174
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510427
კაცს ქალში ბუნებრივობა მოსწონს

imageიყავით თავისუფალი და ბუნებრივი, ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ. ხშირად ქალები მამაკაცების წინაშე თამაშობენ, მათ გუნება-განწყობილებას უწყობენ ფეხს, მათ სიამოვნებისათვის კანიდან ძვრებიან.ფრთხილად აკვირდებიან, რა მოსწონთ ან რა არ უყვართ ქალის ხასიათში. მერე კი ყველანაირად ცდილობენ, იდეალურ ჩარჩოში მოექცნენ. ნამდვილი ხასიათის დამალვა დიდხანს შეიძლება, მაგრამ არა - მუდმივად. და, როდესაც ერთ დღეს ყველა დამოკიდებულებაში ნიღაბს ჩამოიხსნიან და ნამდვილ ხასიათს გამოავლენენ, მამაკაცს შეეშინდება, გაუკვირდება.მისი გაგება ადვილია- ნამსხვრევებად იქცა ზღაპრული, იდეალური სახე, რომელიც ქალმა დიდი შრომის ფასად შექმნა და რომლის დაჯერებაც კაცს ძალიან უნდოდა. საერთოდ, მოტყუებული მამაკაცი ცუდი, ბოროტი და შეურაცყოფილია.

აქედან დასკვნა: იდეალები საჭირო არ არის. სხვა საქმეა, როცა შეყვარებულები ერთმანეთის ხასიათს სწავლობენ და იკვლევენ, ცდილობენ, ერთმანეთს ასიამოვნონ, მაგრამ თუ ბუნებით კეთილი არ ხართ, ძალდატანებით ვერ გახდებით. არ არის საჭირო არც თავის და არც სხვების მოტყუება. ნაკლიც და ღირსებაც ერთი მთლიანია. თუ უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ, დაუჯერეთ. თუ არა, როგორი შარავანდედითაც უნდა შეიმოსოთ, მაინც არ გიშველით.

9
183
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
183
  
2013, 17 ივნისი, 18:50
არ არის საჭირო არც თავის და არც სხვების მოტყუება. ნაკლიც და ღირსებაც ერთი მთლიანია+5
2013, 11 ივნისი, 12:19
სწორია ბუნერიობა ჯობია ყოველთვის,ნებისმიერ ურთიერთობაში...
2013, 10 ივნისი, 20:45
სტატიასაც დაეთანხმები მეწრმუნე თედო
2013, 10 ივნისი, 20:44
სათაურს ვეთანხმები ძმა
2013, 10 ივნისი, 20:29
გეთანხმები მართალი ხარ მსახიობობა დამღყპველია აბსოლიტურად
2013, 10 ივნისი, 20:28
ანუ განსხვავება არ უნდა იყოს ისეთი რომ ამის გამო ერთად არსებობა პლიუს-მინუსივით იყოს(კამათი და უთAნხმოება სულ)მაგრამ არც ისე უნდა ჰგავდნენ რომ ყველაფერზე ერთი აზრი ჰქონდეთ.
ის ავღნიშნე რომ გოგონები ერტს რომ თამაშობენ და მეორეები არიან სინამდვილეში ეს ანგრევს იჯახებს
2013, 10 ივნისი, 20:25
რას გულისხმობ ? ვერ მიგიხვდი? რათქმაუნდა ნიღაბი არ უნდა ატარონ და სტატიაც ამაზე დავწერე ბუნებრივი უნდა იყო ნაკლიც და დადებითიც ერთი მთლიანია და ორივე უნდა შეიყვაროს წყვილმა ნაკლიც და პლიუსიც იმედია დამეთანხმები
2013, 10 ივნისი, 20:23
ამის გამო ბევრი ოჯახი დანგრეულა,საინტერესო და მშვენიერი მაშინაა ურთიერთობა როცა არსებობს განსხვავება აზრებში და ქმედებებში და არა მაშინ როცა ერთმანეთს ინკუბატორის წიწილებივით გვანან.
0 1 9