x
image
ოტი
შეიარაღებული თავდასხმა თბილისში "პრივატ ბანკზე"

imageთბილისში "პრივატ ბანკში" მამაკაცი შეიჭრა და იქიდან ფულის წაღება სცადა. ადგილზე დროულად მივიდა პოლიცია, თუმცა მძარცველის შეჩერება სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს და მან მიმალვა მოახერხა. გამოძიების ინფორმაციით თავდამსხმელს თანხა არ წაუღია, თუმცა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არაა თავად ბანკის თანამშრომლებისგან.
თვითმხილველების განცხადებით შემთხვევა დაახლოებით დღის პირველ საათზე მოხდა, შეიარაღებული პირი შეიჭრა გურამიშვილზე მდებარე ბანკის ოფისში. თუმცა სპეციალური ღილაკით მალევე მოხდა პოლიციის გამოძახება. პოლიციის მისვლისას თვითმხილველების თქმით ადგილზე იყო თავდამსხმელი, მოხდა ჰაერში ორჯერ გასროლაც, თუმცა ეჭვმიტანილმა გაქცევა შეძლო.

2
47
9-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
47
  
2013, 11 ივნისი, 12:03
არაა
2013, 11 ივნისი, 12:03
პაატა ანგარიში ხო არ გქონდა აქ?
0 1 2