მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი ქალი, ამერიკის დედოფლად წოდებული, დონა კარანი (Donna Karan) ქალთა სამოსის ცნობილი ბრენდების Donna Karan da DKNY-ის ხაზების დამაარსებელია.
კარანი თვლის, რომ მის მიერ შექმნილი კოლექცია არის ერთდროულად კომფორტული და მდიდრული, პრაქტიკული და სასურველი, მულტიკულტურული და უნივერსალური. დიზაინერმა შექმნა თანამედროვე საქმიანი ქალის განსაკუთრებული და განუმეორებელი სამოსი.
მიუხედავად იმისა, რომ დონა კარანი ქალთა სამოსის დიზაინერია, პოპულარულია მისი -მამაკაცის პერანგებისა და ჯინსების ხაზიც. აგრეთვე ის აწარმოებს DKNY -ის ხაზის პარფიუმერიას და საათებს. ახლახანს დონა კარანმა თავის ახალ საკურორტო შოუს კოლექცია აჩვენა საზოგადოებას და ამ კოლექციას- "Dhe L Word" უწოდა.
აქ ნახავთ, როგორც ასიმეტრიულ, არასტანდარტულ კაბებს, ასევე სრულიად უბრალო, მაგრამ დახვეწილ სამოსს. სეზონისათვის შესაფერისი თხელი ქსოვილითა და ნათელი ფაქტურით. აი ზოგიერთი მათგანი:
გაზაფხული- ზაფხული 2013