კინო ჯონი დეპი 50წლისაა 2013, 9 ივნისი, 15:09 დღეს ცნობილი მსახიობი და ქალების გულთამპყრობელი იუბილარია, ჯონი დეპი 50წლისაა.მსახიობი 1963წლის 9ივნისს დაიბადა.იგი ცნობილი გახდა 1980წელს კინოსერიალით „ჯამფ-სტრიტი 21" .ჯონი დეპი ნებისმიერი ასაკის მანდილოსნის გულთამპყრობელია, თუმცა მათ რიგებს მე ნამდვილად არ განვეკუთვნები.მსახიობს უამრავი წარმატება აქვს თავის კარიერაში მიღწეული, მას 2007წელს მიღებული აქვს ოქროს გლობუსი ფილმისათვის „სუინი ტოდი: დემონი-პარიკმახერი ფლიტ-სტრიტიდან“ და კინომსახიობთა გილდია ფილმისათვის „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“.ჟურნალმა „People“ მსახიობი 2-ჯერ დაასახელა „ყველაზე სექსუალურ მამაკაცად“ 2003 და 2009წლებში. 2012 წელს შევიდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, 75 მილიონი დოლარით.
ჯონი დეპის პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო საშინელებათა ფილმში „საშინელება თელების ქუჩაზე“.მსახიობი მეორეხარისხოვან როლში გამოჩნდა ოლივერ სტოუნის ოსკარის მფლობელ ფილმში „ოცეული“. 1990 წელს მთავარი როლი შეასრულა ტიმ ბარტონის ფილმში „მაკრატელისხელება ედვარდი“; ფილმის წარმატებამ ბარტონისა და დეპის მომავალი თანამშრომლობა უზრუნველყო.2004 წელს დეპი კიდევ ერთხელ წარადგინეს ოსკარზე ფილმისათვის „ჯადოსნური ქვეყანა“. მომდევნო 2005 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“, ფილმი წარმატებული აღმოჩნდა, ფინანსურად მომგებიანი, ხოლო ჯონი დეპი ოქროს გლობუსის ნომინანტი გახდა.შემდეგ იყო უმარავი კინო როლი და პოპულარობაც სულ უფრო და უფრო იმატებდა.
მსახიობის პირადი ცხოვრება, რათქმაუნდა მუდამ ყურადღების ცენტრშია. ჯონი 1998წელს ფილმ „მეცხრე კარიბჭის“ გადაღების დროს, ვანესა პარადის შეხვდა და სწორედ აქედან დაიწყო მათი რომანი, რომელიც 2012წლამდე გაგრძელდა.დეპსა და პარადისს ჰყავს ორი შვილი, ლილი-როუზი მელოდი დეპი და ჯონ კრისტოფერი დეპი . 84 15-ს მოსწონს
|