კინო ჯონი დეპი 50წლისაა 2013, 9 ივნისი, 15:09
ჯონი დეპის პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო საშინელებათა ფილმში „საშინელება თელების ქუჩაზე“.მსახიობი მეორეხარისხოვან როლში გამოჩნდა ოლივერ სტოუნის ოსკარის მფლობელ ფილმში „ოცეული“. 1990 წელს მთავარი როლი შეასრულა ტიმ ბარტონის ფილმში „მაკრატელისხელება ედვარდი“; ფილმის წარმატებამ ბარტონისა და დეპის მომავალი თანამშრომლობა უზრუნველყო.2004 წელს დეპი კიდევ ერთხელ წარადგინეს ოსკარზე ფილმისათვის „ჯადოსნური ქვეყანა“. მომდევნო 2005 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“, ფილმი წარმატებული აღმოჩნდა, ფინანსურად მომგებიანი, ხოლო ჯონი დეპი ოქროს გლობუსის ნომინანტი გახდა.შემდეგ იყო უმარავი კინო როლი და პოპულარობაც სულ უფრო და უფრო იმატებდა.
მსახიობის პირადი ცხოვრება, რათქმაუნდა მუდამ ყურადღების ცენტრშია. ჯონი 1998წელს ფილმ „მეცხრე კარიბჭის“ გადაღების დროს, ვანესა პარადის შეხვდა და სწორედ აქედან დაიწყო მათი რომანი, რომელიც 2012წლამდე გაგრძელდა.დეპსა და პარადისს ჰყავს ორი შვილი, ლილი-როუზი მელოდი დეპი და ჯონ კრისტოფერი დეპი . 86 15-ს მოსწონს
|