x
მეტი
  • 05.10.2024
  • სტატია:137447
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511364
როგორ იშოვა ფედერერმა $71 მილიონი ერთი წლის განმავლობაში

ფედერერიბევრის მიერ ფედერერი აღიარებულია როგორც მსოფლიოს ყველა დროის საუკეთსო ჩოგბურთელი. ის ფლობს სარეკორდო 17 დიდი შლემის ტიტულს. ასევე შვეიცარიელი
მაესტრო ყველაზე დიდხანს იმყოფებოდა საჩოგბურთო რეიტინგის სათავეში (302 კვირა) 2005–2010 წლებში ჩატარებულ 19 დიდი შლემის ტურნირიდან ფედერერმა 18 ის ფინალში გასვლა
მოახერხა.

ფედერერის დიდება კორტს სცდება. ის არის ბევრი მნიშვნელოვანი
ბრენდის სახე, რამაც მას საშუალება მისცა ბოლო 12 თვის განმავლობაში $71, 5 გამოემუშავებინა.
ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს ყველაზე მაღალ ანაზღაურებად სპორტსმენებს შორის მეორე ადგილზე იმყოფება.


ფედერერის დომინირება ჩოგბურთში დაიწყო 2003 წელს როდესაც
მან პირველად მოიგო უიმბლდონი. ამ დროს მას სპორტული ტანსაცმლის ცნობილი ბრენდი „Nike“ და „Wilson“
ასპონსორებდნენ. ფედერერის სპონსორების სიას ასევე შეუერთდა „Rolex“. 2007 წლიდან მისი სპონსორები გახდნენ „Gillette“,
ყავის დასამზადებელი მანქანების მწარმოებელი „Jura“, „Mercedes“ და „Credit Suisse“. ამჟამად მას კიდევ ასპონსორებენ „National Suisse“ და ტკბილეულის მწარმოებელი ცნობილი ბრენდი „Lindt chocolates“


ამ გარიგებების უმეტესობა თითქმის 10 წელია რაც ძალაშია. ბოლო 12 თვის განმავლობაში ამ სპონსორებისგან ერთობლივად ფედერერის ქონება $45 მილიონით გაიზარდა. მისი კონტრაქტი
ნაიკთან, რომელიც 10 წელს ითვლის არის ყველაზე ძვირადღირებული სპორტის ისტორიაში, რის
საშუალებითაც ფედერერი წელიწადში $10 მილიონზე მეტს იღებს.
2012 წლის ბოლოს ფედერერმა გააფორმა კონტრაქტი ღვინის მწარმოებელ „ Moet & Chandon“ თან. რომლისგანაც ის წელიწადში დამატებით $6 მილიონს მიიღებს.


ჩოგბურთი არის ძალიან მიმზიდველი სპორტი ინვესტორებისთვის რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში ამ სპორტის გულშემატკივრები მსოფლიოს ყველა რეგიონში არიან
და ასევე ის გრძელდება თითქმის მთელი წლის განმავლობაში.


ბევრი სხვა ცნობილი სპორტსმენებისგან განსხვავებით ფედერერს
არ ქონია სერიოზული ტრამვა და ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ის სტაბილურად გადის თითქმის
ყველა მნიშვნელოვანი ტურნირის მეოთხედფინალში მაინც. ამის გამო ის თითქმის ყოველთვის სატელევიზიო გადაცემების და პრესის ყურადღების ცენტრშია.


ფედერერის შემოსავალი $14 მილიონით გაიზარდა სამხრეთ
ამერიკული საჩვენებელი ტურნეს შემდეგ. ეს იყო
მისი პირველი ვიზიტი ამ რეგიონში.


თავის კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს $77 მილიონი საპრიზო ფონდის სახით – 23 მილიონით მეტი ვიდრე ვინმე სხვას ჩოგბურთის ისტორიაში. მან ბოლო 12 თვის განმავლობაში 6, 5 მილიონი დოლარის მოგება შეძლო, ხოლო საერთო ჯამში მისმა შემოსავალმა $71.5 მილიონს მიაღწია.


შვეიცარიელი ვარსკვლავი 2008 წლიდან ATP (პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცი) ჩოგბურთელთა კონსულის პრეზიდენტია.
ის წარმატებულად ახერხებს საჩოგბურთო ტურნირების საპრიზო ფონდების ზრდას ყოველგვარი
ბოიკოტებისა და სხვა საპროტესტო ღონისძიებების გამოყენების გარეშე.


ახლახანს ფედერერმა სოციალურ მედიაში მოახდინა შტორნი. ის ორი კვირის წინ გაწევრიანდა ტვიტერში და მას ახლა უკვე
300 ათასზე მეტი მიმდევარი ყავს. ის ყოველთვის სიურპრიზებით არის სავსე, მისი შემდეგი გაჩერება შესაძლოა ფორბსის მილიარდერთა სიაშიც იყოს.

0
92
2-ს მოსწონს
ავტორი:კაპი
კაპი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0