სხვა ვამპირები – მითოლოგიური არსებები თუ ჩვენი სამყაროს ბინადრები 2013, 7 ივნისი, 14:08 ვინ არიან ვამპირები? არსებობენ თუ არა ისინი თანამედროვე სამყაროში?
ადამიანთა უმეტესობა ვამპირებს მითოლოგიურ არსებებად მიიჩნევს. 20-21-ე საუკუნეებში, დაწერილია 97 წიგნი, გადაღებულია 94 ფილმი და ასევე შექმნილია დაახლოებით 12 თამაში, სადაც ვამპირი მთავარი გმირია.
ამ ფენომენის შესწავლით მეცნიერები მრავალი წლის წინ დაინტერესდნენ და გარკვეული ფსიქოტიპიც ჩამოაყალიბეს. ესენი არიან დაავადებული ადამიანები. დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკური დარღვევებით, ორგანიზმში მიმდინარე მუტაციური პროცესებით.
1963 წელს ინგლისელმა ექიმმა ლი ილისმა სამეფო საზოგადოებაში წარადგინა მონოგრაფია:"მაქციების პორფირიასა და ეთიოლოგიაზე", სადაც გაანალიზებული იყო დოკუმენტური შემთხვევები ვამპირიზმთან დაკავშირებით.
პორფირია – ეს არის გენეტიკური დაზიანების იშვიათი ფორმა: ავადდება 200 000-ში 1 ადამიანი. როგორც სხვა გენეტიკური დარღვევა, პორფირიაც ინცესტის შედეგია. ავადმყოფობა ხასიათდება იმით, რომ ირღვევა პიგმენტური ცვლა და მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ჰემოგლობინის შლა მიმდინარეობს. ასეთ ავადმყოფებს აქვთ უჩვეულოდ ღია ფერის კანი, ადვილად იღებენ დამწვრობას და მზის სხივები ძალიან აწამებთ. გენური მედიცინის მიღწევა ფართო საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა ვამპირების ასეთი პოპულარობა. ავადმყოფი გართულებული პორფირიის ყველა სიმპტომით_ტიპიური ვამპირია! პორფირია ხშირად გვხვდებოდა შუა საუკუნეებში შვეიცარიასა და შვედეთში. ამის მერე ჩაისახა მითი ვამპირებზე. პორფირიით დაავადებულ ადამიანთა უმეტესობა იკვებებოდა სისხლით, მაგრამ არა დემონური მიზნებით, არამედ სისხლს იყენებდნენ როგორც წამალს. ამას ასეთი ხსნა აქვს, ისინი ინტუიციურად გრძნობდნენ, რომ საჭირო იყო შეევსოთ ჰემოგლობინის ნაკლებობა და მისი ამოღება შეიძლებოდა მხოლოდ ადამიანის სისხლიდან. სისხლის ხშირი მიღება კი ამსუბუქებდა დაავადებისგან მიღებულ ტანჯვას. დღეისათვის ჰემოგლობინი ყველა აფთიაქში იყიდება, ამიტომ იმედი ვიქონიოთ რომ ნაკლები სისხლისმსმელი დადის ჩვენს არეულ დარეულ და გადარეულ სამყაროში.)) 428 2-ს მოსწონს
|