სხვა სასაცილო ბიჭები 2013, 6 ივნისი, 23:43 თემა თემა თემა.სასაცილო ბიჭებზე დაწერეო მითხრეს, ხო აბაა როგორია სასაცილო ბიჭი?გარდა იმისა, რომ სასაცილოა საინტერესოა ასეთები მრავლადაა ჩვენს გარშემო.სასაცილო ისეთია როგორიც არიან სხვები და მათ ფონზე ისეთი სასაცილო აღარ ჩნდება.
სასაცილოა ბიჭი რომელიც პოსტებით აფასებს გოგოს, სასაცილოა ბიჭი რომელსაც 13-14 წლის ასაკში აქვს ტატუ გაკეთებული წარწერით "ვორ ვ ზაკონე".
სასაცილოა ბიჭი რომელსაც ჩრდილში ან ღამე მზის სათვალეები უკეთია .ასევე რომელსაც ჰგონია, რომ გაზეთის აფარებით ყველაფერი მოგვარდება ან მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი.რომელიც ბაძავს ვინმეს მსახიობს ან მომღერალს მასავით იცმევს და საუბრობს.სასაცილოა ბიჭი რომელსაც ჰგონია, რომ გოგოებს "მარიაჟი"ბიჭები მოსწონთ (ჩემთვის ის ბიჭიც სასაცილოა, რომელიც დალევაზე ან ვიღაცის ცემაზე მესაუბრება, მირჩევნია ფილმებზე ან წიგნებზე მესაუბროს როგორც მეუბნებიან ასეთები აღარ არსებობენ.ასევე უინტერესოა როდესაც მეუბნებიან, რომ არასოდეს წაუკითხავთ არაფერი ან საერთოდაც არ ახსოვთ როდის წაიკითხეს)
სასაცილოა ბიჭი რომელიც ამბობს, რომ არც სწავლისთვის და არც მუშაობისთვის არაა დაბადებული.
სასაცილოა ბიჭი რომელიც ქუჩაში ყველა გამვლელ გამომვლელ გოგოს გაფართოებული თვალებით აშტერდება. სასაცილოა ბიჭი რომელიც ერთად 7-8-9 გოგოს "აბავს" და არცერთთან არ გამოსდის. ბევრია კიდევ სასაცილო ბიჭი და მეც გამონაკლისი არ ვარ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ასეთ ბიჭებს მრავალს იცნობენ.თითო თითო ჩვევა ამოვიღე რათა როგორღაც მეთქვა თუ როგორია ბიჭი როცა არის სასაცილო. არ გეწყინოთ ბიჭებო, ჰო და კიდევ ერთი სასაცილოა ბიჭი რომელსაც ეს ეწყინება. (სიცილი) 20 1-ს მოსწონს
|