x
რა ემუქრებათ ქართველებს ავღანეთში

imageYoutube-ზე გავრცელდა ვიდეო სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე... საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები. გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი ავღანეთში თითოეულ ქართველს ელოდება და ასევე მათ, ვინც
ისინი ავღანეთის მიწაზე გაგზავნა."ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა,
ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰისგან დაისაჯა. ახლა კი, ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების მოსაკლავად. ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი
ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს.ყოველდღე ჰელმანდში საშინელი
სიკვდილით კვდებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე ბედი ელის
ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე სისხლს ღვრის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც Youtube-ზე 2 ივნისს დარეგისტრირებულ
მომხმარებელ Hammad Zaman-ს ეკუთვნის.ვიდეო მუქარას საქართველოსპრეზიდენტის, მიხეილსააკაშვილის მიმართაც შეიცავს
და ხაზგასმულია, რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება.

10
664
14-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:JuicyFryit
JuicyFryit
664
  
2013, 8 ივნისი, 4:29
შესაბამისად ესეც ამყარებს ეჭვს რეალურობისა
და სულ ბოლოს
7. მსგავსი ე.წ "ცალკეული ჯიჰადის" გამოცხადება არ ხდება! ჯიჰადი გამოცხადებულია უკვე რამდენი წელია, ასევე როდესაც მსგავსი განცხადება კეთდება, მას არ ავრცელებენ ასეთი "დიშოვი" სახით - მინიმუმ ჯირგა უნდა იყოს მოწყობილი და ვინმე მუჰამად ომარის, ან რაბანის, ან აბდულ კაბირის რანგის "ტიპი" უნდა გამოვიდეს და იმან გამოაცხადოს....
მოკლედ და ერთი სიტყვით - ეს ვიდეო არის შეთითხნილი და აშკარად მალაია ლუბიანკა 1/3-ის ამყაყებული სუნი ასდის.
2013, 8 ივნისი, 4:28
1. სიტყვა "Crusader" და საერთოდ გაგება "ჯვაროსანი" ისლამურ რადიკალუსტური დაჯგუფებების მიერ არ გამოიყენება - იყენებენ სიტყვებს "ღორიდ ნაშიერი" (پسر از یک خوک), "ურწმუნოები" (کافر), ეს ბოლო ეპითეტი "کافر" ანუ "კაфირ" გამოიყენება როგორც არაბულში ასევე ფარსიზე (იგივეა ფაშტუზე და დარიზეც) განსხვავება დამწერლობაშია)
2. რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს ჰელმანდში ქართულ კონტინგენტს ავღანელები ძალიან ხშირად ეძახიან روسها ანუ რუსებს, ასე რომ თუ აწი რეალურად ჩვენს სახელს გვეძახიან პროგრესი განუცდიათ :)))
3. ჰელმანდის პროვინციის ძირითადი ინჰაბიტანტები არიან ბარაკზაი, ნურზაი, ალაკზაი და იშაკზაის ტომები, ასევე 2010 წლიდან მოყოლებული თალიბების მიერ ძალიან შევიწროვებას განიცდიან, ანუ ბევრი რომ არ მივედ-მოვედო ე.წ "ატმოსფერიქსი" არის ძალიან პრო ISAF-ური (საუბარია ადგილობრივებზე) - ადგილობრივების მხარდაჭერის გარეშე იქ თალიბებს ფაქტობრივად 80% უარყოფით მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვთ!
4. ამ ვიდეოში როგორც ნათლად ჩანს გამოყენებულია ზოგიერთ ისეთი ფოტო რომელიც რეალურად სამხედრო მოსამსახურეების პირადი სურათებია (ანუ მარტივად ვთქვათ ე.წ. "ოდნოკლასნიკური" და "საფეისბუქე" - გამომდინარე აქედან მეტად სავარაუდოდ შესაძლებელია რუსული სამსახურების მიერ ძალზედ მარტივად არის მოპოვებული)
5. ვიდეოს რეალურდ თალიბანისადმი კუთვნილებას ასევე ეჭვის ქვეშ აყენებს მისი არას ისლამური დაწყება, ყველა მიმართვა ნამდვილი "მუჯაჰედური" და "ალაჰის მებრძოლისეული" იწყება ბისმი ალლაჰი ალ-რაჰმანი ალ-რაჰიმით (بِسْمِ اللَّهِ الرَّحْمَٰنِ الرَّحِيمِ) ანუ სურით "ფატიჰა" (სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობელისა. დიდება ალლაჰს, სამყაროთა უფალს, მოწყალესა, მწყალობელსა, განკითხვის დღის მეუფესა. თაყვანსა გცემთ შენ, შეწევნასა გთხოვთ შენ. დაგვადგინე სწორსა გზასა. იმათ გზასა, ვისაც მადლი უწყალობე შენ, არა იმათს, შერიცხული ვინცაა, არცა იმათს, გზასამცდარი ვინცაა) - არცერთი მუსლიმი მებრძოლი (არცერთი!!!) არ იწყებს და არ აკეთებს არაფერს ამის გარეშე!!!
6. თალიბები "ავღანეთს" არ უწოდებენ ამ სახელს, თალიბები ავღანეთს მოიხსენიებენ როგორც افغانستان اسلامي امارات - (და ავღანისტან ისლამი ამარატ) ანუ "ავღანეთის ისლამური ემირატი". შესაბამისა
2013, 7 ივნისი, 21:38
გეები რატომ ქალბატონო ირინა? გეებს ვინც ეკვეთა ის ქართველი ვაჟკაცები ახლა ვერ იმარჯვებენ ვითომ? :):)
2013, 7 ივნისი, 17:52
საქართველო , შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი:(((
2013, 6 ივნისი, 23:57
აბა სახელმწიფო? სად ხედავთ სახელმწიფოს? ავღანეთის მჯობნი სახელმწიფო ვართ ჩვენ??
2013, 6 ივნისი, 23:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ირინა ნადაშვილი-ის კომენტარზე
2013, 6 ივნისი, 23:36
და ტყვიას ვინ დააჭედებთ აქაური გეები??? ლგბტ__ საზოგადოება??? რამდენიღაა ქვეყანაში ჯანსაღი?
2013, 6 ივნისი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი JuicyFryit-ის კომენტარზე
2013, 6 ივნისი, 22:39
http://itv.ge/?m=16&CID=28603 აი ვიდეო
2013, 6 ივნისი, 22:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10