შოუბიზნესი ნანკა კალატოზიშვილი დედა გახდა 2013, 6 ივნისი, 20:54 სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნანკა კალატოზიშვილი დედა გახდა. ინფორმაციის წყარო ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი გახლავთ, რომელმაც სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მეშვეობით მიულოცა პატარას დაბადება მშობლებს. სხვა დეტალები უცნობია, არც ის ვიცით რა დაარქვეს პატარას. შეგახსენებთ, რომ ნანკა კალატოზიშვილის რჩეული კალათბურთელი ირაკლი კედია გახლავთ. წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ გახლავთ. ნანკას მტკიცებით, მას ბეჭედდასმული ურთიერთობა სულაც არ სჭირდება. "მე უფრო ბიჭი მინდოდა. კედო თავიდან გოგოს იძახდა, გოგო მამისთვის ძალიან საყვარელიაო, მაგრამ ბიჭიაო რომ გაიგო, ძალიან გაეხარადა. სახელის რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, მაგრამ ჯერ ვერ გადავწყვიტეთ რომელი. დანიელზე ვართ გაჩერებულები. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები, პატარას კი ჯანმრთელობა და ბედნიერი მომავალი... 387 7-ს მოსწონს
|