x
image
K.P.
ნანკა კალატოზიშვილი დედა გახდა

imageსულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნანკა კალატოზიშვილი დედა გახდა. ინფორმაციის წყარო ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი გახლავთ, რომელმაც სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მეშვეობით მიულოცა პატარას დაბადება მშობლებს. სხვა დეტალები უცნობია, არც ის ვიცით რა დაარქვეს პატარას.

შეგახსენებთ, რომ ნანკა კალატოზიშვილის რჩეული კალათბურთელი ირაკლი კედია გახლავთ. წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ გახლავთ. ნანკას მტკიცებით, მას ბეჭედდასმული ურთიერთობა სულაც არ სჭირდება. "მე უფრო ბიჭი მინდოდა. კედო თავიდან გოგოს იძახდა, გოგო მამისთვის ძალიან საყვარელიაო, მაგრამ ბიჭიაო რომ გაიგო, ძალიან გაეხარადა. სახელის რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, მაგრამ ჯერ ვერ გადავწყვიტეთ რომელი. დანიელზე ვართ გაჩერებულები. image
ეს სახელი კედომ თქვა და ძალიან მომეწონა, ლუკაც მოგვწონს ძალიან. აი, ამ ორ სახელს შორის გავაკეთებთ, ალბათ, არჩევანს"-
გვიამბობდა ორსული ნანკა. ორსული ნანკა ჭორების ქარ-ცეცხლშიც ხშირად ეხვეოდა. "დღეს ერთი ნაცნობი ვნახე, გაოგნებული მიყვებოდა ჩემზე ამბებს. მოკლედ, ბრაზილია ან არ ვიცი, კოლუმბია ჩვენთანაა. ნანკა ორსულად კი არ არის, ბალიშის მუცელი აქვსო და როგორც ფილმებშია, ზუსტად ისე იცვლის, გაზრდილი რომ გამოუჩნდესო. იმავე ადამიანმა განაცხადა, რომ კედოს მეორე ბავშვი უჩნდება ახლა, მერე აიჭრა, თუ ბალიშის მუცელი მაქვს, მეორე როგორო და განაცხადა, მოკლედ, თუ გაუჩნდა, ე.ი. მეორე გაუჩნდება კედოს და თუ არა, ხო ვამბობდი, ბალიშის მუცელიაო. აკრძალეთ სერიალები, ღვთისნიერებო, აშკარად ეშმაკისეულია. დაუბინდდა და დაუჩლუნგდა ხალხს ტვინი"-წერდა განაწყენებული მსახიობი.

ვუსურვოთ წყვილს წარმატებები, პატარას კი ჯანმრთელობა და ბედნიერი მომავალი...imageimageimageimageimageimageimage




3
386
7-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
386
  
2013, 7 ივნისი, 11:34
მერამდენედ გახდა დედა ნანკა ვეღარ გავიგე, წინა კვირასაც გახდა იმის წინაზეც ეხლაც, კვირაში ერთ შვილზეა საუბარი თუ რახდება ვინმემ დადოს ამომწურავი ინფორმაცია არავის აქვს ნანკას ნომერი
2013, 6 ივნისი, 21:03
ვულოცავ კედოს და ნანკას...მომწონს ეს წყვილი და მინდა რომ სულ ერთად იყვნენ
2013, 6 ივნისი, 20:59
ძალიან მიყვარხარ და თან მენატრები.
0 1 3