დიეტოლოგია გახდით ენაზე პლასტიკური ქირურგიის დახმარებით 2013, 6 ივნისი, 19:42 უამრავი ქალი იტანჯავს დიეტებითა და ფიტნეს კლუბებში სიარულით თავს, მაგრამ ვენესუელელმა ქალებმა სხვა ხერხი მოძებნეს, როგორც ჩანს თავიანთ ნებისყოფას არ ენდობიან და უფრო რადიკალურ ზომებს მიმართავენ. ისინი ენაზე პლასტიკური ქირურგიის ჩარევით იკეთებენ ოპერაციას, რათა ჭამის დროს საშინელი ტკივილი იგრძნონ და გემრიელად ვეღარ მიირთვან. რას გულისხმობს ეს პლასტიკური ქირურგია? ქალებს ენაზე საფოსტო მარკის ზომის ხორკლიან ფირფიტას აკერებენ. როდესაც ჭამას გადაწყვეტენ, ენაზე დაკერებული მასალის წყალობით საშინელ ტკივილს გრძნობენ და ჭამის სურვილიც უქრებათ. პროცედურას "საოცარი სახვევი" ჰქვია. ვენესუელელმა ქალებმა ამ მეთოდით თვეში 13 კილო დაიკლეს.. 307 3-ს მოსწონს
|