პოლიტიკა თალიბანი საქართველოს ჯიჰადით ემუქრება 2013, 6 ივნისი, 16:07
YouTube-ზე ვიდეო გავრცელდა, რომელიც ქართულ ენაზე ასე ჟღერს: "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ", რომელიც შეიცავს მუქარას ISAF-ის ავღანეთის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. ამ ვიდეოში ნაჩვენებია დაღუპული ქართველი ჯარისკაცები და ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი მოელის თითოეულ ქართველს ავღანეთში და მათაც, ვინც ავღანეთის მიწაზე ისინი გაგზავნა. ვიდეო შეიცავს მუქარას საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და გვაუწყებს რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება. ვიდეოში ნათქვამია რომ: "ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰისგან დაისაჯა. ახლა კი ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილების და ცოლების დასახოცად. ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. ყოველდღე ჰელმანდში საშინელი სიკვდილით იხოცებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე ბედი ელის ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე სისხლს ღვრის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!" -ვიდეო ეკუთვნის ვინმე Hammad Zaman-ს რომელიც YouTube-ზე 2 ივნისს დარეგისტრირდა. სტატიის სრული ვერსია იხილეთ http://gft.ge/480-talibani.html 259 3-ს მოსწონს 1-ს არა
|